ლიზა იასკო - ვინ არის მიხეილ სააკაშვილის "ახალი ოჯახი"
“მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს” - ამის შესახებ მიხეილ პრეზიდენტი ამბობს ვიდეოში, რომელიც მისი დაკავებიდან ცოტა ხანში გავრცელდა. ვიდეოში ის უკრაინის “ვერხოვნა რადას” დეპუტატის, ლიზა იასკოს გვერდით ზის.
30 წლის პოლიტიკოსი მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” წევრია. არის ოქსფორდის სკოლის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი.
მუშაობდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და კულტურის სამინისტროში.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის. 2014 წლის იანვარში, მაიდანის დროს დაუკრა კიევში, გრუშევსკის მოედანზე მოწყობილ ბარიკადებზე.
“რადას” დეპუტატი იგი 2019 წლის აგვისტოში გახდა. 2019 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის იანვრამდე, თავმჯდომარეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში “ვერხოვნა რადას” მუდმივ დელეგაციას.
2020 წლის ოქტომბერში, სხვა უკრაინელ დეპუტატებთან ერთად, აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად. საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს.
“რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში იასკომ მიხეილ სააკაშვილს მაშინ “მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე ლეგენდა” უწოდა.
აქტიურობს სოციალურ ქსელებში. ფეისბუკზე ჰყავს 46 ათასი გამომწერი.