Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2021

დე ფაქტო პარლამენტში არაერთი ინფიცირებულია, „დეპუტატებს“ შვებულებაში უშვებენ

0
დე ფაქტო პარლამენტში არაერთი ინფიცირებულია, „დეპუტატებს“ შვებულებაში უშვებენ

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თანამშრომლების დიდი ნაწილი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ ოსურ მედიას დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ალან ტადტაევმა, უთხრა. მისი გადაწყვეტილებით პარლამენტის დეპუტატები დაგეგმილზე უფრო ადრე, ივლისის ბოლოს, გავლენ შვებულებაში. დე ფაქტო პარლამენტი ახლა შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს, რადგან თანამშრომელთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები სახლში გაუშვეს და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. ალან ტადტაევმა განაცხადა, რომ მთლიანად დახურულია ოთხი კომიტეტის ოფისი.

„პარლამენტის აპარატში მოსამსახურეთა დიდი ნაწილი კოვიდ-19-ით დაავადდა. ოთხი ოფისის დახურვა მოგვიხდა. დღეს საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია სრულად იმუშაოს, ვერ განვიხილავთ იმ კანონპროექტებს, რომლებზეც მუშაობა დაწყებული გვქონდა, რადგან ბევრი დაავადებულია ”, - აღნიშნა ტადტაევმა სააგენტო „რესთან“ საუბარში. 

დე ფაქტო პარლამენტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ექიმმა-რეანიმატოლოგმა ალექსანდრ პლიევმა განაცხადა, რომ რთული ვითარების გამო თანამშრომლები დაითხოვეს.

„იურიდიულ განყოფილებაში რამდენიმე ადამიანი დაავადდა. განყოფილების უფროსი მძიმედ იყო ავად, ახლა ის უკვე უკეთესადაა. პარლამენტის სხვა განყოფილებებში ორი ან სამი ადამიანი დაავადდა, ამის გამო სამუშაო შეფერხდა. არ ვიტყვი, რომ ეს იყო რაიმე სახის სერიოზული აფეთქება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს კონსულტანტებსა და სპეციალისტებს შორის ბევრი ასაკოვანი ადამიანია. შემოვიღეთ  შეზღუდვები, რათა თავიდან ავიცილოთ რისკები. არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებთანაც დისტანციური მუშაობა შეუძლებელია. ისინი ადგილზე არიან საჭირო, როდესაც კანონპროექტის  ფორმირება ხდება. ახლა ბევრი კანონპროექტია დაგროვილი, რომლებიც შვებულებამდე, სესიაზე უნდა გავიტანოთ”, -  უთხრა „ეხო კავკაზას“  ალექსანდრ პლიევმა.

დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ალან ტადტაევი, ამბობს, რომ „დეპუტატებმა“ კენჭი უნდა უყარონ ვადამდე ადრე „პარლამენტარების“ შვებულებაში გასვლას. 

„იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, პარლამენტის არდადეგების საკითხს პარლამენტის სხდომაზე გავიტანთ. ამ თვის ბოლოს  დეპუტატების კორპუსის  შვებულებაში გაშვებას ვაპირებთ და შემდეგ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გადავწყვეტთ, როდის შეძლებს პარლამენტი სრულფასოვანი მუშაობის გაგრძელებას”.

ექიმი ალექსანდრ პლიევი ამბობს, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა მინიმალურია. პარლამენტი სხვებს მაგალითს უნდა აძლევდეს, მაგრამ ექიმების რეკომენდაციებს არც აპარატის თანამშრომლები ითვალისწინებენ და არც დეპუტატები.

„მე გამოვდივარ  ტელევიზიით და სხვა მედიასთან ინტერვიუშიც არაერთხელ ვთქვი, რომ აუცილებელია ვაქცინაცია და პირადად მივმართავ ჩემს კოლეგებს. ამის მიუხედავად, პარლამენტი ვაქცინაციის პირველ რიგებში არ დგას, შესაძლოა ბოლო ადგილზეც კი იყოს. სამწუხაროდ, დეპუტატებს არ აქვთ ისეთი დისციპლინა, რომ მასობრივად წავიდნენ და აიცრან”, - განაცხადა  პლიევმა.

ცხინვალში უკვე ლაპარაკია იძულებითი, სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფექციური საავადმყოფოს კოვიდგანყოფილების 90 საწოლი მთლიანად შევსებულია. დე ფაქტო ხელისუფლებამ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო, თუმცა ამ ღონისძიებების გამკაცრებაზეც მიმდინარეობს მსჯელობა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как электробусы помогают улучшать экологическую ситуацию


Спорт в России и мире
Москва

«Этот спорт воспитывает силу и упорство»: Вице-спикер Народного Хурала Бурятии приняла участие в открытии чемпионата России по гиревому спорту


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Елена Рыбакина «заменила» Геннадия Головкина


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Мособлдума организовала выставку «Экологическое воспитание.Раздельный сбор мусора»





Путин в России и мире
Москва

Путин: если Киев откажется от переговоров, новые условия России будут другими


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Армения выразила протест Минску из-за заявлений МИД Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский: США передадут Киеву новые ЗРК Patriot и «эскадрильи истребителей»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт к юбилею Пушкина проведут в Культурном центре «Интеграция» на Саянской



Москва

Индия начнет поставки в Россию картофеля и гранатов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net