მთელი კბილები ჩამიმტვრიეს, სახეზე არ შემეხედება, სულ ჩამოვხმი – ნაზი შამანაური
განვაგრობთ ამონარიდების გამოქვეყნებას, წამებით მოკლული ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის დღიურებიდან. როგორც უკვე იცით, ნაზი შამანაური საბჭოთა რეჟიმმა, სიმართლის თქმის გამო სასტიკად დასაჯა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ვითომდა მკურნლობის მიზნით, დედასთან ერთად გამოკეტა. ამონარიდები დღიურიდან: პალატებსა და დერეფანში მუდმივი ღავილი, ჩოჩქოლი და ყვირილია. 50 ადამიანი ერთად სცემს ბოლთას. . ყველა თავისთვის ჩივის, ლაპარაკობს. კარუსელივით, თავბრუს დახვევამდე ტრიალებს […]