Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2019

სინოდის პირველი სხდომა 2019 წელს: რა უნდა იცოდე

0
სინოდის პირველი სხდომა 2019 წელს: რა უნდა იცოდე

11 თვიანი პაუზის შემდეგ 2019 წლის 31 ოქტომბერს ტარდება სინოდის - ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს - სხდომა, რომელიც რადიკალურ განჩინებას იღებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ეკლესიაში შექმნილ კრიზის ვერ აგვარებს.  

სინოდის სასჯელი პეტრესთვის და მისი ბრალდება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს სინოდის სხდომის დასრულებამდე ტოვებს .

“პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - აცხადებს პეტრე და ჟურნალისტის პასუხად ამატებს, რომ გულისხმობს “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე”.

პეტრე ცაავა სინოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური წევრია, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს საპატრიარქოს ადმინისტრაციას და საუბრობს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე.

განჩინების თანახმად, 42 წევრისგან შემდგარმა სინოდმა ერთხმად მოუწოდა მიტროპოლიტ პეტრეს, რომ მას პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფისა და ცილისწამების გამო, გამოეთქვა სინანული.

“როცა პატრიარქს ეუბნები, შენ არ ხარ მწყემსი კეთილიო - ეს არ არის შეურაცხყოფა?” - ამბობს მეუფე საბა, ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი და ამატებს: “მეტი გზა არ დაგვიტოვა.” 

პეტრე ცაავა ისევ მეუფეა. სინოდის გადაწყვეტილებით მას რჩება სამღვდელო ხარისხი, თუმცა აღარ მართავს ეპარქიას, ეკრძალება მღვდელთმსახურება, აღარაა წმინდა სინოდის წევრი და უნდა გამწესდეს მონასტერში მოსანანიებლად. 

“მღვდელთმსახურებიდან განყენება მძიმე სასჯელია - მას ეკრძალება წირვის, აღსარების ჩაბარება და შენდობა და ყოველგვარი საეკლესიო მსახურება”, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი და ამატებს, რომ ამაზე უარესი სასჯელი სასულიერო პირის კურთხევის გაწვევა და ერისკაცად განკვეთაა.

პეტრე ცაავა ილია მეორის შეურაცხყოფას არ აღიარებს. მისი თქმით, სინოდი საჯარო გამოსვლების შეწყვეტას სთხოვდა, თუმცა საჯაროობა მისთვის ერთადერთი გზაა ეკლესიაში პრობლემების მოსაგვარებლად.

ისტორიაში პირველად, მეუფე პეტრე ღიად აცხადებს, რომ არსებობს პატრიარქის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული ცნობები, ამის დამტკიცება შეუძლია და ჰყავს მოწმეებიც.

“ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც იტყოდნენ, დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა. ისინი არიან მსხვერპლი ამ მდგომარეობის. საუბედუროდ, მათი რიცხვი არ არის ცოტა”, - ამბობს იგი “მთავარის” ეთერში. 

პეტრე ცაავას მხარს უჭერს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების დიდი ნაწილი. ცაავასთან დაახლოებული იღუმენია თამარ გამყრელიძე ილია მეორის გადაწყვეტილებას ფეისბუკზე გამოეხმაურა და დაწერა: “პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესია”.

თამარ გამყრელიძე სატელევიზიო ეთერში ამატებს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მთელი სამღვდელოება და სასულიერო დასი დარწმუნებულია პეტრე ცაავას ბრალდების სინამდვილეში.

”მეუფემ რა ინფორმაციასაც და დოკუმენტებსაც ფლობდა, ყველაფერი ჩვენთან გასაჯაროვებული აქვს - ფაქტები უზნეობასთან დაკავშირებით”, - ამბობს გამყრელიძე. მისივე თქმით, მეუფე პეტრე საქმის კურსში დროდადრო აყენებდა სინოდის სხვა წევრებსაც.​

ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილი სასულიერო პირები არ აპირებენ დაემორჩილონ სინოდის გადაწყვეტილებას და მეუფე პეტრეს ნაცვლად მღვდელმთავრად წარდგენილ გრიგოლ კაციას არ მიიღებენ. 

სინოდის სხდომას არ დასწრებია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ამბობს, რომ ის პეტრე ცაავას წინააღმდეგ ხმას არ მისცემდა:

“მე მოვითხოვდი საკითხის უკეთესად შესწავლას. მე საერთოდ არავის წინააღმდეგ არ მივცემ ხმას”

გაფრთხილება მეუფე იაკობს

ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი - რომელმაც ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა - რჩება სინოდის წევრად.

სინოდის განჩინების თანახმად, იაკობმა გამოხატა სინანული არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო და მას “მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელისთვის” მიეცა გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში კი სინოდი “მიიღებს მკაცრ ზომებს”.

პეტრე ცაავა არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ სანქცია “მეუფე იაკობის გამოხტომის და ხელისუფლებასთან ერთად პასუხგასაცემი კითხვების გადასაფარად გამოიყენეს”.

სინოდის შუამდგომლობა - შეწყალება დეკანოზ მამალაძეს 

საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღძრას შუამდგომლობა პრეზიდენტთან დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე, მისი ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინების გამო. 

“ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა”, - ამბობს ილია მეორე.

თეოლოგი მირიან გამრეკელშვილი მიუთითებს დეკანოზის ციხიდან გამოგზავნილ წერილზე, რომელშიც ის სინოდის სხდომის შემდეგ "ეკლესიისთვის და ქვეყნისთვის" მძიმე საიდუმლოს გამჟღავნებას აანონსებდა.

“მოხდა ის, რაც ვერ გათვალა ვერც მამალაძემ და ვერავინ” - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი და ამატებს: “პატრიარქი დათანხმდა, გამოეყვანა მამალაძე, მაგრამ სამაგიეროდ პეტრე უნდა გაჩუმებულიყო. ამაზე პეტრე არ წავიდა და უსამართლობაზე რეაქცია მისცა.”

გამრეკელაშვილი, ასევე, იხსენებს მამალაძის ოჯახის შეხვედრას პატრიარქთან. მაშინ დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, პატრიარქმა მისაყვედურა, რატომ თქვით, რომ დეკანოზი ჩემთან ღამით რჩებოდაო.

პატრიარქის სიტყვა სინოდზე

სინოდის სხდომა სიტყვით გახსნა ილია II-მ. მისი თქმით, მღვდელმთავრებმა არ უნდა მისცენ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ.

"დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, არა იმისათვის რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ."

ილია მეორემ, ასევე, თქვა, რომ სინოდის სხდომის წელიწადში ორჯერ გამართვა საკმარისი არაა და ის უფრო ხშირად უნდა იყოს მოწვეული.

დუმილი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე 

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 6 იანვარს მოიპოვა; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საბოლოო პოზიციის გასაჟღერებლად საპატრიარქოს წარმომადგენლები წმინდა სინოდის სხდომას ელოდნენ, რომელიც 6 იანვრის გადაწყვეტილების შემდეგ პირველად 31 ოქტომბერს ჩატარდა; სკანდალურ სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განხილვის თემაც არ გამხდარა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля


Спорт в России и мире
Москва

Полезные приложения для поклонников спортивной ходьбы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Хачанов вышел в третий круг турнира ATP в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

РЭО выступит информационным партнером фестиваля Eco Friendly Fest в Москве





Путин в России и мире
Москва

Крестивший Белоусова священник заявил о его честности и патриотизме


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко надеется на восстановление транспортных маршрутов с Израилем




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский после приезда Блинкена в Киев сразу же стал выпрашивать у США дополнительные ЗРК Patriot


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

Урганта и Смехова исключили из концерта памяти Окуджавы: Вдова барда извинилась - в том числе, за проведение события



Москва

В Подмосковье обсудили повышение профсоюзного членства для работников здравоохранения

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net