Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2019

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ავღანელებს არწმუნებს, რომ სირიიდან ჯარის გაყვანა ერთჯერადი ნაბიჯი იყო

0
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ავღანეთის ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ აშშ-ის მხრიდან ავღანეთის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში გამოჩენილი ძალისხმევა უცვლელია. ამით შეეცადა, გაექარწყლებინა მათი შიში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, როგორც ეს სირიაში გააკეთა. 


ესპერმა 21 ოქტომბერს, ქაბულში, ნატოს მისიის შტაბბინაში სტუმრობისას თქვა, რომ აშშ-ს კვლავაც ემუქრება "მძიმე ტერორისტული საფრთხე", რომელიც ავღანეთში დაიწყო ალ-ყაიდით და გრძელდება თალიბანის, ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" და სხვა ჯგუფების სახით. "ყველა ამ ფაქტორმა ჩვენი ავღანელი მოკავშირეები და სხვები უნდა დაარწმუნოს, რომ მათ არასწორად არ უნდა აღიქვან ბოლო კვირაში თუ პერიოდში ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სირიასთან მიმართებით და ეს ავღანეთისგან უნდა განასხვაონ", - თქვა მან. 


ესპერის ვიზიტი ქაბულში 20 ოქტომბერს დაემთხვა ავღანეთში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის და კონგრესის მაღალჩინოსნების მოულოდნელ ჩასვლას. ესპერმა და პელოსიმ შეხვედრა გამართეს ავღანეთის პრეზიდენტთან, აშრაფ ღანისთან, სხვა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებთან.


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი პირველად ესტუმრა ავღანეთს მას შემდეგ, რაც ივლისში დაინიშნა ამ თანამდებობაზე. ბევრის აზრით, მისი ვიზიტი შესაძლოა ნიშნავდეს აშშ-ის მხრიდან ძალისხმევის განახლებას ავღანეთის ომის დასრულების მიზნით. ესპერმა მონაწილეობა მიიღო ღანისთან შეხვედრაში და მოინახულა ავღანეთში კვლავაც დისლოცირებული 14,000 სამხედროს ნაწილი. აშშ უკვე 18 წელია სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც უხელმძღვანელა საერთაშორისო კოალიციას ალ-ყაიდის დასასჯელად და თალიბანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დასამხობად.


ესპერის ვიზიტის ფონია ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკება, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში შეწყვიტა მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანთან.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net