Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2019

მე-5 უშედეგო ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში

0
მე-5 უშედეგო ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში დასრულდა მეხუთე ტექნიკური შეხვედრა. მასზე  განსახილველი საკითხი იყო ჩორჩანა-წნელისის ტყის მონაკვეთზე განთავსებული საგუშაგოები. საქართველოს ხელისუფლებამ 30 აგვისტოს ჩორჩანის ტყეში განათავსა საპოლიციო საგუშაგო, რასაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა და მათ მოითხოვეს საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი. თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, არ აპირებენ საგუშაგოს დემონტაჟს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მათ ისაუბრეს ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა, ცხინვალის წარმომადგენელთა ხისტი პოზიციის გამო, კონსტუქციული დიალოგის წარმართვა ვერ მოხერხდა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. კერძოდ, ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ წნელისი-ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში შეწყდეს ყოველგვარი უკანონო აქტივობა, რაც ადგილზე დაძაბული სიტუაციის განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. მათ საპირისპიროდ გააჟღერეს არაერთგზის დეკლარირებული პოზიცია, რომ მოიხსნას ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო და დატოვოს ტერიტორია, რაც არის მიუღებელი“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

მისივე სიტყვებით, 2 ოქტომბერს აღარ შედგება გეგმური ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა. მასში მონაწილეობაზე უარი ცხინვალის მხარემ განაცხადა.

საუბარი ჟენევის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებათა ფორმატში გაგრძელდება, შეხვედრა ჟენევაში მომავალ კვირაშია დანიშნული.

 რაც შეეხება ახალგორის ე.წ. საზღვრების ჩაკეტვას, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ თემას ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვდერაზეც შეეხნენ. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4 სექტემბრიდან, ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა ჩორჩანის მახლობლად მიმდინარე პროცესებს დაუკავშირეს. ამაზე ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, ახალგორთან ე.წ. გადასასვლელებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და მათი დაკეტვა კიდევ უფრო გაუუარესებს ცხოვრების პირობებს. ირაკლი ანთაძის თქმით, მეორე მხარეს კონსტრუქციული პოზიცია არც ამ საკითხში ჰქონია.

„ახალგორის მიმართულებით გამშვები პუნქტების ჩაკეტვა თავად დე ფაქტო რეჟიმის წარმომდგენლებმა დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და იგი უკავშირდება იმას, რომ ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ, გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი კვლავაც არ მიგვიღია“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი სიტყვებით, ამ თემაზე მსჯელობაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში გაგრძელდება.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Уникальная спецтехника помогает бесперебойной работе метро Москвы


Спорт в России и мире
Москва

Хоккейный клуб из Балашихи выиграл Кубок Регионов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Россиянка Андреева стала рекордсменкой на турнирах WTA-1000


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Столичный транспорт стал удобнее и экологичнее





Путин в России и мире
Москва

«Ану-ка, девушки!»: какой была легендарная передача, которая вернется на ТВ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Надежда Стрелец резко высказалась о хейтерах, после того как мама Тимати раскритиковала ее интервью с Аленой Шишковой



Москва

На майские праздники в некоторых регионах России вводятся ограничения по продаже алкоголя

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net