მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასისთვის მზადებაში სამხედროებიც დაეხმარნენ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობის წინ, წვრთნები გაიარა ქართველი სამხედროების მიერ შედგენილი პროგრამით.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების წევრები ერთი დღით იმყოფებოდნენ მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ბაზაზე, სადაც სამხედროების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი პროგრამით გაიარეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება. წვრთნები მოიცავდა სპორტსმენების სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდის და მათი გაუმჯობესების კომპონენტებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში სექტემბერში გაემგზავრება.