შიშობენ, რომ რუსეთი მალავს სევეროდვინსკის სამხედრო პოლიგონთან მომხდარი აფეთქების მასშტაბებს
რუსეთის კიდევ ორმა სამეთვალყურეო სადგურმა, რომლებიც საერთაშორისო ქსელში შედიან, შეწყვიტა მონაცემთა მიწოდება 8 აგვისტოს სევეროდვინსკის სამხედრო პოლიგონთან მომხდარი აფეთქების შედეგების შესახებ. ძლიერდება ეჭვი, რომ რუსეთი ცდილობს დამალოს ინფორმაცია აფეთქების შედეგად, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით, 13 აგვისტოდან შეწყვიტეს ინფორმაციის მიწოდება ჩუკოტკისა და ალტაის სადგურებმა. მანამდე მონაცემთა მიწოდება შეწყდა დუბნიდან და კიროვიდან. მომხდარის შესახებ ოფიციალური ვერსია, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს, არის „კავშირის პრობლემა“.