Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2019

ნოდარ მელაძე: შეკვეთილის რეზიდენციაში მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის თაობაზე

0
ნოდარ მელაძე: შეკვეთილის რეზიდენციაში მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის თაობაზე

„რას ნიშნავს ხელისუფლებასთან ფლირტში მყოფი „კურიერი“ ამას მაყურებელი ხვალ, რა თქმა უნდა, ვერ ნახავს, რადგან ამას გააკეთებენ ეტაპობრივად, თუმცა, 2020 წლის იანვრიდან, სამწუხაროდ, „კურიერი“ და „რუსთავი 2“ განადგურდება“, - ასე გამოეხმაურა „კურიერის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილებას მისი და რამდენიმე ჟურნალისტის ტელეკომპანიიდან გათავისუფლების შესახებ.

როგორც ნოდარ მელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს , მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების შეთავაზებულ გარიგებაზე, საბოლოო გადაწყდა „რუსთავი 2“- დან ჟურნალისტებისა და მედია-მენეჯერების გათავისუფლება:

„ორი კვირის წინ შემხვდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი. მისი პოზიცია იყო ასეთი, რომ მათ არ სურდათ რუსთავი 2-სგან „იმედის“ გაკეთება და „კურიერში“კრიტიკის რაღაც დოზა დარჩებოდა. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას, უბრალოდ, მე ურთიერთობა უნდა მქონოდა მათ წარმომადგენელთან. ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას. ის იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული საკითხები ამ ადამიანის კონსულტაციისა და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა გაგვეშუქებინა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ წინადადებას, ისინი იტყოდნენ, რომ მე ისევ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვარ და სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა. თუმცა, ვახდენ მათ ციტირებას, „ჩამოიწევდა ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“.

მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, რადგან ის თავად ებრძოდა ბიუჯეტის ქურდებს, მაგრამ იყო თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე, რა თქმა უნდა, ვთქვი - არა. ჩემს ცხოვრებაში მე მქონია პერიოდი, როდესაც ვმუშაობდი სახელისუფლებო ტელევიზიაში და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს“.

ნოდარ მელაძის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა არაფორმალურ გარიგებაზე, დაიწყო ზეწოლის მეორე ტალღა, ამჯერად, უშუალოდ ქიბარ ხალვაშისგან:

„პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის დავალებით და გაყინა ჩემი ხელფასი. მე ამ დროისათვის ივნისის ხელფასიც არ მაქვს აღებული. მათგან პასუხებს ვიღებდი, რომ ხელფასი იქნებოდა დღეს-ხვალ და ა.შ. დღეს პაატა სალიამ მითხრა, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არის ის ბონუსი, რომელიც 2016 წელს გამომიწერა ნიკა გვარამიამ. ეს არის ბოდვა. ეს არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან მიღებული გადაწყვეტილება. შაბათს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იდეოლოგი, მაია ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეკვეთილის რეზიდენციაში და მათ მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან პროცესი ძალიან გაიწელა და პირველი, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი“.

ნოდარ მელაძის განცხადებით, ის აპირებს სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას და მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს:

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიცვა არა მხოლოდ ჩემი ინტერესი, არამედ შევქმნა პრეცედენტი, რომ როდესაც ტელევიზიაში მფლობელი შეიცვლება, მფლობელს აღარ ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ პანტა-პუნტით გაყაროს მედია-მენეჯერები და ჟურნალისტები სამსახურიდან“.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს გააკეთა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Парковка на улицах Москвы в День России будет бесплатной


Спорт в России и мире
Москва

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев о Медведеве и Рублеве: без травм сыграют в Париже лучше, чем в Токио


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Летние переключения тепловых нагрузок в Москве позволят сократить выбросы парниковых газов на 250 тысяч тонн





Путин в России и мире
Москва

Песков: Запад вводит цензуру для СМИ, но Россия должна объяснять свою позицию


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



VK Fest

Люди застряли в пробках у острова Татышев после VK Fest в Красноярске



Москва

Суд в подмосковной Лобне арестовал обвиняемого в убийстве активиста Еговцева

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net