Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2019

ვოლსკის პრუტუნი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა კეზერაშვილის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა

0

დავით კეზერაშვილის მიმართ ქართულ სასამართლოში „ქართული ოცნება“ სამჯერ დამარცხდა, ინტერპოლში დამარცხდა, საფრანგეთის სასამართლოში დამარცხდა, ინგლისის სასამართლოში დამარცხდა, ისრაელის გამოძიებაში დამარცხდა. შესაბამისად, ყოველი მათი გაფართხალება, პროკურატურის იქნება თუ კოლექტიური ვოლსკის, განწირულია მარცხისთვის, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც უგულავა აცხადებს, პრობლემა უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე ერთ ან ორჯერ არშემდგარ ტელევიზიასთან ბრძოლა.

„მოტივაცია არის ერთადერთი – კაცმა თქვა „რუსთავი 2“-ის გაუქმების შემდეგ, რისი ალბათობა და საფრთხეც ძალიან დიდია, საქართველოს სჭირდება თავისუფალი პლატფორმა, სადაც თავისუფალი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა იქნება. ამის შემდეგ, 5 წელი რომ არ გახსენებია თავისი მარცხი ხელისუფლებას და პროკურატურას, გაათკეცებული ძალით დაიწყო მუშაობა. ბავშვსაც კი ესმის, რა არის მოტივაცია – ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არის დარჩენილი პარტნიორების გარეშე, ბევრი ტელევიზიით, მაგრამ სად წაიღონ ეს ბევრი ტელევიზია არ იციან, რადგან არჩევნები თვლით არის. მათ არ ჰყავთ პარტნიორები და 50 პროცენტს სულ რომ მარსიდან და მზიდან ჩამოიყვანონ ტელევიზიები, ეს ხმები მაინც არ ჰყოფნით. მათი პრობლემა უფრო ფუნდამენტურია, ვიდრე ერთ ან ორ ჯერ არშემდგარ ტელევიზიასთან ბრძოლა“, – განაცხადა უგულავამ.

უგულავა ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და აღნიშნა, რომ „ფაქტი ერთია – მთავრობა, ჩეკისტების კოჰორტა ახლა დაიძრა იმისთვის, რომ ყველა შესაძლო თავისუფალი სიტყვის გამოვლინება ჩაახშონ“.

„ვოლსკის გუშინდელი პრუტუნი და სიცრუის ტირაჟირება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ყელზე დაადგა ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივანიშვილს თავი ქუდში ჰგონია, “რუსთავი 2” წიღო და ახლა ჰგონია, რომ ბედნიერების მწვერვალზეა. გუშინ ბატონმა ვოლსკიმ და სახელისუფლებო პროპაგანდამ მის მიერ ინიცირებული სისულელით უბრალოდ ტყუილები აკადრა საზოგადოებას. ის საქმე, რომელზეც საუბრობდა ბატონი ვოლსკი, მერე უკვე სახელისუფლებო ექსპერტები, როგორიც არის ბატონი აბაშიძე, მამუკა არეშიძე და ა.შ. უბრალოდ იტყუებოდნენ. ის საქმე დაიხურა იქ კეზერაშვილის ებრაელი პარტნიორების სასარგებლოდ. ვერანაირი დარღვევა ებრაულმა გამოძიებამ იქ ვერ ნახა. ნუ ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოში კითხვა ვინმემ არ იცის და თარგმნის შესაძლებლობა არ არსებობს.

ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენი მთავრობა, ჩეკისტების კოჰორტა ახლა დაიძრა იმისთვის, რომ ყველა შესაძლო თავისუფალი სიტყვის გამოვლინება ჩაახშონ. დღეს კიბერშეტევა განახორციელეს ტვ „პირველზე“, რაც აისბერგის წვერია და ვხედავთ შეტევას მის დამფუძნებელზე. მანამდე იყო სახელისუფლებო ტრენდზე გადაჯდომის მოთხოვნა და ა.შ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კი ვხედავთ რაც ხდება, sale-ზეა გამოტანილი. ამ მომენტისთვის რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ერთი – ქიბარ ხალვაში პროგრამაა, რომელსაც „ახევა“ ჰქვია, მაგრამ არა მართვა და განვითარება, ამიტომ მან თავისი საქმე გააკეთა და მხოლოდ ტვირთია მისი სახელის და გვარის ხსენება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ პროგრამის ამოწურვის შემდეგ ის ჩასაჩოჩებლად იყო განწირული. ვინ იქნება, რა იქნება და როგორ, ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ისრაელში იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულს თავად კეზერაშვილი უარყოფს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, კეზერაშვილის ქმედებებთან მიმართებაში „დანაშაულის ნიშნები არსებობს“.

„მე რაც ზუსტად მახსოვს ის არის, რომ ომის შემდეგ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსებით ადამიანმა გადაინაცვლა ისრაელში და ყოველთვის იყო ცნობილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი წყარო. ახლა არ ვიცი ერთმანეთთან რა ურთიერთობა აქვთ ან სად დაეძაბათ ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, რომ ისრაელის საინფორმაციო საშუალებებში ეს თემა ინტენსიურად დგას დღის წესრიგში. აქ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ასევე ფინანსურ გადაცდომებს უკავშირდება” ,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დასძინა, რომ კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტი საქართველოშიც საკმაოდ ბურუსით მოცულ ვითარებაში დატოვა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net