Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2019

„უნდა ვეცადოთ, ფული სხვა ბაზრებზე დავხარჯოთ“

0
მთავრობა იმედოვნებს, რომ ჩავარდნა ტურისტული სეზონში გამოსწორებადია.ექსპერტ მაია სიდამონიძის თქმით კი, საქართველომ რუსეთის არასტაბილურ ბაზარს ფული აღარ უნდა დაახარჯოს.




„ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა... დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.


მისივე თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა კი განაცხადა, რომ„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10 პროცენტიანი კლება აღინიშნება“.


ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ივლისში ტურისტების რაოდენობა ირანიდან 60.8%-ით, ხოლო რუსეთიდან 6.4%-ითშემცირდა.


„იზვესტიასთან“ საუბარში რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, იური ბარზიკინმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტების ნაკადი 70%-ით შემცირდა და ეს ჯერ საბოლოო მონაცემები არ არის. იქვე ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში არ აღადგენს, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.


ტურიზმის ექსპერტი მაია სიდამონიძე ამბობს, რომ ტურისტების ნაკადი ზოგადად შემცირებული არ არის და ივლისში 5 პროცენტიანი ზრდა მაინც ფიქსირდება. რაც შეეხება რუს და ირანელ ტურისტებს,მათი ჩანაცვლება შესაძლებელია და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.




„კარგს იზამენ თუ მაქსიმალურად იზრუნებენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რათა რუსეთზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. ეს რამდენიმე კრიტერიუმით ხდება: უვიზო მიმოსვლა, ქვეყნის ცნობადობა და პირდაპირი რეისები. სახელმწიფო ამას აკეთებს, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით, როგორითაც საჭიროა.კვლავ ფულს ვხარჯავთ რუსეთის ბაზრის სუფსიდირებაზე. ვფიქრობ, ეს სტრატეგიული შეცდომაა, რადგან ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ რუსეთის ბაზარი არ არის სტაბილური.უნდა ვეცადოთ ფული სხვა ბაზრებზე დავხარჯოთ“, - ამბობს მაია სიდამონიძე.


მისივე თქმით, საქართველომ აქცენტი ძირითადად ევროპელ ტურისტებზე უნდა გადაიტანოს, რომლებიც ამ ქვეყანაში მისი კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნების სანახავად ჩამოდიან.




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც აღნიშნავენ, რომ მათი პრიორიტეტი ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაა. სამინისტრომ ასევე შეიმუშავარამდენიმე პროგრამა:



საკრედიტო-საგარანტიო სქემა - ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური 2 000 000 ლარს.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა - ტურიზმის სექტორში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დამატებითი ქულა მიენიჭება ბიზნესებს, რომლებიც საქმიანობენ ტურიზმის სფეროში, მათ შორის: ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, მცირე ზომის მარნები...
მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა - მას საქართველოს მასშტაბით (გარდათბილისისა) სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 30 000 ლარით. პროგრამის ახალი ეტაპისმიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოცხადდება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net