ჰონგ-კონგის აეროპორტში შეტაკება მოხდა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დატვირთულმა ჰონგ-კონგის აეროპორტმა ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე ფრენები გააუქმა. აეროპორტში მეხუთე დღეა მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს.
ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზი სადავო კანოპროექტია, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ჩინეთისთვის გადაცემას გახდიდა შესაძლებელს.
დემონსტრანტების აზრით, კანონის მიღება მათ ბრიტანული კოლონიის დროინდელ სამართლებრივ დამოუკიდებლობას დააკარგვინებდა და პოლიტიკურად მოტივირებული გასამართლების საფრხეს შეუქმნიდა ეჭვმიტანილებს.
აეროპორტის ოფიციალური პირების განაცხადეს, რომ აქციებმა მათი მუშაობა „სერიოზულად შეაფერხა“. 2018 წელს აეროპორტით 75 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. ჰონგ-კონგის საფინანსო ბირჟის მაჩვენებელი ბოლო შვიდ თვეში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია.
