Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2019

„ფორმულას“ დირექტორი ზუკა გუმბარიძე: გვინდა, სწრაფად გავხდეთ მესამე ტელეარხი

0
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „ფორმულამ" შეიტანა მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი.


როგორც კომუნიკაციების კომისიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, თუ ყველა დოკუმენტი კანონის მოთხოვნებებთან შესაბამისობაშია, კომპანია ავტორიზაციას ათი სამუშაო დღის განმავლობაში გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები წესრიგში არ იქნება, შპს „ფორმულას“ მიეცემა ხარვეზის აღმოფხვრის დრო და შემდეგ გაივლის ავტორიზაციას.


სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ფორმულას“ ოთხი მესაკუთრე ჰყავს. ისინი კომპანიას თანაბრად ინაწილებენ: მიშა მშვილდაძე - 25%; ირაკლი საღინაძე - 25%; გიორგი ლიფონავა - 25%; ზუკა გუმბარიძე - 25%.


ზუკა გუმბარიძე, რომელიც ამავე დროს შპს „ფორმულას“ დირექტორია, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე დავით კეზერაშვილი არ არის კომპანიის დამფუძნებელი. თუმცა ადასტურებს, რომ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები არხზე მეწილედ და ინვესტორად შემოსვლის მიზნით.


„ვაპირებთ, რომ ვიყოთ ე.წ. საერთო მაუწყებელი, რომელშიც იქნება, როგორც ახალი ამბები, პოლიტიკური ტოკშოუები, ასევე გასართობი გადაცემები. კეზერაშვილის გარდა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა ინვესტორებთან", - გვეუბნება გუმბარიძე.


ტელეარხის მომავლისა და მასშტაბების შესახებ საუბრისას ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ ზოგადად სატელევიზიო ბაზარზე ლიდერებს სწრაფად ვერ ანაცვლებენ. „მაგალითად, „რუსთავი 2“ დიდი ისტორიის და რესურსის მქონე არხია", - აღნიშნავს ის. გუმბერიძის ვარაუდით, „რუსთავი 2“ და „იმედი“ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ალბათობით ლიდერებად დარჩებიან.


თუმცა ამბიციური გეგმები ექნება ტელეკომპანია „ფორმულას“


„გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ჯერ მესამე არხი და შემდეგ ვიფიქროთ ამ ორ გიგანტთან კონკურენციაზე“, - ამბობს „ფორმულას“ დირექტორი.


ზუკა გუმბარიძეს „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების შესახებაც ვკითხეთ. მისი შეფასებით, „კეზერაშვილის ტელევიზია იქნება პირველი ღიად პარტიული არხი საქართველოში“.


გუმბარიძე გამორიცხავს ნებისმიერი ფორმით რომელიმე პარტიის ტელევიზიის როლის შესრულებას.


„ამ ტელეარხს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არც „ფორმულა კრეატივი“, არც ჩვენ უკან მდგომი ადამიანები და არც საინფორმაციო ჯგუფის წარმომადგენლები არ იმუშავებენ ისეთ არხზე, რომლის სარედაქციო პოლიტიკა, ვიღაცის კარნახს დაექვემდებარება. ჩვენ დავით კეზერაშვილისგანაც მივიღეთ გარანტიები. ის სარედაქციო პოლიტიკაში არანაირი ფორმით ჩარევას არ აპირებს“, - გვითხრა ზუკა გუმბარიძემ.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net