Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2019

მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

0
მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ორდღიანი მუხლობრივი განხილვა კენჭისყრით 87-მომხრე, 31-წინააღმდეგი დასრულდა.

კენჭისყრას წინ უძღვოდა პროცედურული დებატები - საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა, პარლამენტს კანონპროექტი წარმოდგენილი სახით არ მიეღო და კენჭისყრის პროცედურა გადაედო.

ოპოზიციის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უგულებელყო და ცდილობს ცვლილებები ფორსირებულად მიიღოს, “რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხდება“.

პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა მუხლობრივ განხილვაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარიგებული იყო ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის შესაბამისად კორექტირებული ვერსია. კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

“ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა პრინციპული რეკომენდაცია ერთის გარდა, რომელიც არ არის წმინდა სამართლებრივი ხასიათის რეკომენდაცია. ჩვენ შევიმუშავეთ უპრეცედენტოდ დეტალური პროცედურა, რომელიც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პროცესი იყოს გახსნილი, იყოს ნდობა პროცესისადმი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტისთვის საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას.

ოხანაშვილმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას კი, პარლამენტს იმ მუხლების საბოლოო რედაქცია გააცნო, რაც მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში შეუცვალა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Бесстыковые пути делают метро Москвы комфортнее и современнее


Спорт в России и мире
Москва

Спортсмены Росгвардии завоевали более 10 медалей на международных и российских соревнованиях по плаванию


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире
Москва

Путин с Собяниным приехали в Храм Христа Спасителя на Пасхальное богослужение


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Концерт "Русская душа"



Москва

Источник 360.ru: в ДТП с 3 иномарками в Таганском районе Москвы пострадали двое

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net