Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2019

"27 ათასი ლიცენზიაა გაცემული. მათ უკან ოჯახებია!"

0

საპროტესტო მსვლელობისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის შემდეგ, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები დღეს თბილისის მერთან აპირებდნენ შეხვედრას, რომელიც ორშაბათისთვის გადაიდო. მძღოლები თვლიან, რომ მერია არც ერთ იმ დათმობაზე არ წამოსულა, რაც ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ეხება. 

„დილის საუბრებში“ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები: ლევან ხუზაურაშვილი და ვალერი ქადაგიშვილი ლაპარაკობენ თავიანთ საწუხარზე და იმ რეგულაციებზე, რომელთა შესრულებაც ტაქსის მძღოლების უმრავლესობისთვის უბრალოდ შეუძლებელია და უმუშევრად დარჩენას უქადის.

იყო, თუ არა მანქანების დაფერვის საკითხი ბოლო წვეთი ტაქსის მძღოლებისთვის? ვალერი ქადაგიშვილი:

„გადაღებვის საკითხი არ ყოფილა ბოლო წვეთი. მერიას თუ თეთრი ავტომობილები უნდა, მაგას ჩვენ წინააღმდეგობას არ ვუწევთ. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს B კატეგორიაზე. ჯერ დიდი პროტესტი იყო A და B კატეგორიებად დაყოფაზე. შემდგომ იყო პროტესტი იმაზე, რომ B კატეგორიას შეეზღუდა ქუჩაში მგზავრის აყვანა, რამაც გამოიწვია პროტესტის დიდი ტალღა. ჩვენ მერიასთან ვართ მოლაპარაკებებში, ვსაუბრობთ. იმედია, დათმობენ. ანუ, ორი კონკრეტული საკითხი გვაქვს, რომ მარჯვენასაჭიანმა და B კატეგორიის მძღოლმა შეძლონ 2021 წლის ჩათვლით ქუჩაში მგზავრის აყვანა. ძირითადი მოთხოვნა ეს არის“.

ლევან ხუზაურაშვილი:

„სახელმწიფომ იმის ნაცვლად, რომ იზრუნოს დასაქმებაზე, ხალხი გამოსულია, ოჯახებს ინახავს და ამასაც გვიზღუდავენ. მარჯვენასაჭიანს რომ მიკრძალავს, ალტერნატივას არ მთავაზობს მერია არაფერს. არც საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებთ და არც კრიმინალად გახდომას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. აწიოს სახელმწიფომ, მერიამ ცხოვრების დონე. არავის ეხალისება "რულის" ტრიალი. მძღოლები რომ დავსხდებით, ვლაპარაკობთ - ჩვენი არჩეულია მერი, ვალდებულია ჩვენი პრობლემები მოისმინოს და გაიგოს“.

ვალერი ქადაგიშვილი ლაპარაკობს ზეწოლაზე ხელისუფლების მხრიდან, რომლის მიზანიც პროტესტისთვის ხელისშეშლა იყო. ამის გამოხატულებად თვლის ის საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრის დაკავებას:

„გუშინწინ შევხვდით ბატონ კახის. ძაან სამწუხარო ფაქტია, რომ შეხვედრის მეორე დილას დააკავეს საინციატივო ჯგუფის ოთხი წევრი. მე შემთხვევით გადავრჩი. ბატონი ლევანი ძალიან ადრე გამოვიდა სახლიდან და არ ეგონათ ალბათ, რომ ასე ადრე გამოვიდოდა“.

„დილის საუბრების“ სტუმრები ლაპარაკობენ ხელისუფლების არათანმიმდევრულობასა და ბიუჯეტის არაეფექტიან ხარჯვაზე. ვალერი ქადაგიშვილი ეთერშივე ითვლის რა დაჯდება 27 ათასი მანქანის (ამდენი ტაქსია ლიცენზირებული თბილისში) დაფერვა (საღებავით იქნება თუ ფირით):

“იმდენ თანხას ხარჯავს მერია ამ საკითხში, რომ მიხედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამ თვითდასაქმებულებს დაგვანებოს თავი. გადაგვივადოს 2021 წლის ჩათვლით და მოვახერხებთ თვითრეალიზებას. არ გვაქვს ილუზია, რომ 2021 წლისთვის სოციალური ფონი შეიცვლება და ჩვენ მდიდრები ვიქნებით. მერიამ უნდა იზრუნოს - A კატეგორია გახადოს ისეთი მომხიბვლელი, რომ მე მოვემზადო ამისთვის და გადავიდე ავტომატურად. ძალადობრივად აკეთებენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მორჩა - ან თეთრი მანქანა გყავდეთ ან იჯექით სახლში!

იმ 27 ათასიდან 7 ათასმაც რომ გადაღებოს, იმ 20 ათას ადამიანს რას უშვებიან? სად უშვებენ? მოგვცენ ალტერნატიული დასაქმების პროგრამა, რომელშიც ჩავერთვებოდით“.

ტაქსის მძღოლების თქმით, დაწესებული რეგულაციები არ ემსახურება არც მგზავრების ინტერესებს. მძღოლებს ამ საკითხზე თავიანთი წინადადები აქვთ მერიისთვის: „ცხელი ხაზის“ გაკეთებაზე, მძღოლებისთვის ჯანმრთელობის ცნობის მოთხოვნაზე და ა.შ..

ლევან ხუზაურაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხელისუფლებას ტაქსის მძღოლების ბაზრიდან გაყვანა და მონოპოლიის შექმნა სურს:

„ეტაპობრივად აკეთებენ ყველაფერს. ჩვენი ბაზრიდან გაყვანა უნდათ და მონოპოლიისკენ მიდის ეს ყველაფერი. თქვენი ბაზარი კარგად გვაქვს შესწავლილიო. წელიწადში 750 მილიონია შემოსავალი.

ჩვენ არც არეულობა გვაწყობს. აქციები დისკომფორტია ყველასთვის. არც ხელისუფლებას აწყობს. არჩევნები მოდის“.

ვალერი ქადაგიშვილი:

„27 ათასი ლიცენზიაა გაცემული. მათ უკან ოჯახებია. ნაქირავები მანქანები ჰყავთ. 40-50 ლარს იხდიან. ეს ყველაფერი ბანკებსაც ურტყამს, ეკონომიკასაც. რატომ იღებენ, ვერ გამიგია, წინასაარჩევნოდ.

ეს მთავრობა რომ მოვიყვანეთ, ყველას გვიხაროდა. მაშინ მგზავრები რომ გვიჯდებოდნენ, ყველას სინათლე ჰქონდა თვალ






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Днем России


Спорт в России и мире
Москва

Открытый чемпионат по мажореткам «Парад Московии» прошел в Истре


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

В России заговорили о Елене Рыбакиной после смены теннисисткой гражданства


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Инго Экосистема стала победителем национальной премии FinTech Awards Russia





Путин в России и мире
Москва

Указом Путина авторы технологий трансплантации органов получат госпремию


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Минск подтвердил готовность наращивать сотрудничество с Баку




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский исключил возможность компромиссов с Россией


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

В Москве при участии Бутмана отрылся джазовый фестиваль



Москва

Бег змейкой. Названы победители конкурса московских пожарных

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net