Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2019

ხატია ჯინჯიხაძე: ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე დარტყმა იქნება

0
ხატია ჯინჯიხაძე: ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე დარტყმა იქნება

"დღეს რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სარედქციო დამოუკიდებლობა აქვს, ეს ფაქტია", - უთხრა რადიო თავისუფლებას ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მედიის პროგრამის მენეჯერმა ხატია ჯინჯიხაძემ.

„ამ ფაქტს ხედავს მაუწყებლის კოლექტივიც და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებელიც, ისიც ფაქტია, რომ ეს თავისუფლება აჭარის ტელევიზიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისი დირექტორი გახდა ნათია კაპანაძე. ეს მან, ცხადია,  მოახერხა გუნდთან ერთად, იმ თავისუფალ გარემოში, რომელიც მოიტანა მისმა მისვლამ ამ პოსტზე“.

ხატია ჯინჯიხაძის აზრით, რაც უნდა იყოს იმპიჩმენტის მოთხოვნის ავტორთა მოტივაცია, ეს აუცილებალდ იქნება დარტყმა სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

მედიის პროგრამის მენეჯერი მიიჩნევს, რომ თუ საბჭოს ორ წევრს, ვისი იდეაც არის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი, არ ექნებათ საფუძვლიანი არგუმენტები და მტკიცებულებები იმის დასტურად, რომ პროგრამული პრიორიტეტები არ სრულდება, მათ დახვდებათ მყარი პოზიცია როგორც დირექტორის, ისე დამკვირვებელი საზოგადოების მხრიდან.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხატია ჯინჯიხაძე ასევე შენიშნავს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი ვერ იქნება ადვილად მისაღები გადაწყვეტილება.ამ პროცესში ჩაერთვება საზოგადოების დაინტერესებული ნაწილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივარი, რომელიც ძალიან სერიოზულ არგუმენტებს მოითხოვს იმპიჩმენტის გასამართლებლად.

„რაც შეეხება ამ მოთხოვნის უკან არსებულ პოლიტიკურ მოტივს და ა.შ. ესეც გამოჩნდება. თუმცა არ გამოვრიცხავ, არსებობდეს სურვილი, რომ გავლენის ქვეშ მოექცეს პარტიული გავლენისგან დაცლილი მაუწყებელი. ამას პროცესში დავინახავთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭოს დანარჩენი წევრების პოზიციაც. არ მგონია, რომ ყველას ჰქონდეს ერთგვაროვანი შეფასებები“.

ხატია ჯინჯიხაძის აზრით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი არსებობს იმისთვის, რომ იფიქროს იმაზე,თუ როგორ წავიდეს წინ მაუწყებელი და არა დირექტორის გადაყენებაზე, რომელსაც ისედაც ეწურება ვადა რამდენიმე თვეში.

„იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება“,  - ასე გამოეხმურა  აჭარის ტელევიზია მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივას.

თავად ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიამ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სარედაქციო დამოუკიდებლობა მოიპოვა. გაგრძელებასაც მსგავსი სტანდარტით გეგმავენ.

“ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივიმაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა უკვეაღიარებულია საერთაშორისო კვლევებით“, - თქვა ნათია კაპანაძემ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეულმა ირაკლი დარცმელიძემ და „ქართული ოცნების“ კვორით არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა.

თუ ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი მათგანი  ხმას მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს. მრჩეველთა საბჭოს განცხადების განხილვა  შეუძლია შემდგომი 10 დღის ვადაში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи


Спорт в России и мире
Москва

В полуфинале конкурса «Это у нас семейное» в ЦФО победили 74 семьи


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации





Путин в России и мире
Москва

«Недоволен и беспокоится»: WSJ узнала о реакции лидера КНР на визит Путина в КНДР


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Президент Камеруна получил послание от Президента Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Мать рэпера Тимати Симона Юнусова назвала его девушку хорошей



Москва

Томские ученые предлагают производить "верблюжью простоквашу"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net