ბათუმის საკრებულოში ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო
ბათუმის საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრეს, რომ პირველ ეტაპზე დაიკითხება ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ. დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როინ ზოიძე.