აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და რვა დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების და უკრაინის არმიის შეტაკების შედეგად.
იუწყებიან, რომ 12 აპრილს სეპარატისტებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სროლა დაიწყეს ტყვიამფრქვევების და ტანკსაწინაააღმდეგო ყუმბარსატყორცნების გამოყენებით, რასაც კრძალავს მინსკის სამშვიდობო შეთანხმება.
უკრაინის სამხედრო უწყების თანახმად, საპასუხო სროლის შემდეგ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 9 და დაჭრეს რვა დონბასელი სეპარატისტი.
თავის მხრივ, დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული ადმინისტრაციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებენ უკრაინულ მხარეს.
2014 წლის აპრილიდან დაწყებული, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს 13 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.