Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2019

იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ევროპელი ექსპერტების კვლევა სასამართლო სისტემის შესახებ

0
იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ევროპელი ექსპერტების კვლევა სასამართლო სისტემის შესახებ

ფრანგმა მკვლევარმა, ექსპერტების საერთაშორისო ქსელის Amicus Curiae-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაროლდ ეპინეზმა თბილისში წარმოადგინა 2013-2017 წლებში განხორციელებული ქართული მართლმსაჯულების რეფორმების კვლევის შედეგები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევისთვის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარეს IPSOS France-მ, Amicus Curiae-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბი.“ 

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა პოზიტიური გავლენა, რაც საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა მოახდინა მართლმსაჯულებაზე.

პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ 2013-2017 წლებში ჩატარებული სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა.

ამავე კვლევით, სასამართლოსთან უშუალო შეხების შემდეგ მოქალაქეს მისი დამოუკიდებლობის მიმართ აზრი უკეთესობისაკენ ეცვლება, რაც მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის ხარისხის მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ არსებობს სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

საქმეების ელექტრონულად განაწილების პრინციპს სასამართლო განხილვების მიუკერძოებლობის ხელშემწყობად მიიჩნევს მოსამართლეთა 78%, პროკურორთა 88% და ადვოკატთა 52%.

ამავე კვლევით, მოსამართლეთა 75%-ზე მეტის აზრით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლოს მენეჯმენტი პატივს სცემენ სასამართლოსა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას. მედიისა და სოციალური ქსელების მხრიდან მათი დამოუკიდებლობის პატივისცემაში ეჭვი ეპარება 54%-ს, რაც ანალიზის ავტორთა მოსაზრებით, წარმოქმნის მედიის როლის დაზუსტების საჭიროებას სასამართლო პროცესების გაშუქებისას.

სასამართლოს სერვისების მომხმარებელთაგან ყველაზე კრიტიკული შემფასებლები − ადვოკატები აღნიშნავენ, რომ 2013 წლიდან მათი როლი სამართალწარმოების პროცესში გაიზარდა. 89% კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმით და მუშაობის პროცესში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობით. 

კვლევის თანახმად, სასამართლო აღარ წარმოადგენს ბიზნესზე ზეწოლის იარაღს, რასაც წინა წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, პრობლემად რჩება სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობა, რასაც ხშირად ახლავს ფინანსური სახსრების ყადაღა, ესკი უარყოფითად აისახება ბიზნესოპერაციებზე. პრობლემადაა დასახელებული მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხი, განსაკუთრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ფრანგი მკვლევრის, ჰაროლდ ეპინეზის შეფასებით, სასამართლო რეფორმის პოზიტიური შედეგები შეიძლება იყოს მოდერნიზაციის ახალი ტალღის საფუძველი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სასამართლოში ელექტრონული მომსახურების სისტემის გაფართოება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში პლურალიზმის წახალისება, ბიზნესისათვის დავების მოგვარების ალტერნატიული, სწრაფი და სანდო მექანიზმის დანერგვა და სხვა.

კვლევისთვის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ქართული მართლმსაჯულების სისტემას როგორც ძალიან ან მეტწილად კარგად აფასებს მოსახლეობის 51% და ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რომელიც 52%-ია.

სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და 55%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო სანდოა.

ამავე გამოკითხვით, სამი მთავარი ფაქტორი, თუ როგორია საქართველოში სასამართლო, შემდეგია: ნელი (67%), ძვირი რიგითი მოქალაქეებისთვის (სასამართლო და ადვოკატის ხარჯები 66%) და საკმარისად მკაცრი დამნაშავეთა მიმართ (57%).

დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო სამართლიანია, ეთანხმება 55%. რესპონდენტთა 41% თვლის, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა.

რესპონდენტთა თითქმის თანაბარი რაოდენობა როგორც ეთანხმება(42%), ისე არ ეთანხმება (45%) დებულებას, რომ საქართველოში მოსამართლეები თანმიმდევრულნი არიან ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირებისთვის სასჯელის შეფარდებისას.

ამავე გამოკითხვით, ხუთიდან სამ რესპონდენტზე მეტს სმენია საქართველოში 2013 წლის შემდეგ განხორციელებული შემდეგი რეფორმების შესახებ: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა (68%), მოსამართლეების უვადო დანიშვნა (65%), მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა (65%), ნაფიც მსაჯულთა სასამართლო(64%), სასამართლო სხდომების საჯაროობა (61%);

სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას, 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე, 47%-ის აზრით, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა, 46%-ის აზრით, დახვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, ხოლო 39%-ის აზრით, საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში.

ამავე გამოკითხვით, რესპონდენტთა 85% აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Общегородской школьный выпускной пройдет в Москве 28 июня


Спорт в России и мире
Москва

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Новак Джокович дал дорогу молодым // Борьбу за первое место в рейтинге АТР в этом году поведут Янник Синнер и Карлос Алькарас


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Инго Экосистема стала победителем национальной премии FinTech Awards Russia





Путин в России и мире
Москва

Парадоксы двойного стандарта


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Стало известно, о чём беседовал Александр Гусев с президентом Беларуси в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Людмила Зыкина родилась 95 лет назад



Москва

Депутат Мособлдумы Владимир Барсуков поздравил россиян с Днем России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net