Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2018

აშშ საგანგებო წარმომადგენელს დანიშნავს ავღანეთში მშვიდობის მისაღწევად

0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო სავარაუდოდ ქაბულში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ავღანური წარმოშობის ზალმაი ხალილზადს დანიშნავს ავღანეთში მის საგანგებო წარმომადგენლად - იუწყება მედია 22 აგვისტოს. კერძოდ, ამ ცნობას აშშ-ის ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ როიტერსი და ასოშიეიტედ პრესი - მედიის შეფასებით, ეს იქნება ნიშანი, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება თალიბანის ჩართვას და მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობას ამ ხანგრძლივ ომში. აშშ-ის სამხედრო მეთაურებმა ახლახან აღიარეს, რომ პროგრესი მცირეა როგორც ბრძოლის ველზე, ისე სამშვიდობო მოლაპარაკებებში - მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ გასულ თვეში შეხვედრა გაიმართა აშშ-ის დიპლომატსა და თალიბანის ლიდერებს შორის, მოლაპარაკების გამართვის პერსპექტივის განსახილველად. ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ გარემოებით, რომ 17-წლიანი ომის მიუხედავად აშშ-ის ძალებს კვლავაც არ შეუძლიათ ავღანეთიდან გამოსვლა. ივნისში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ვაშინგტონმა პოლიტიკა შეცვალა და განაცხადა, რომ "მხარს დაუჭერს, დაეხმარება და მონაწილეობას მიიღებს" ქაბულის მთავრობის ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებაში თალიბანთან. 22 აგვისტოს ვაშინგტონმაც და ქაბულმაც გამოაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რომელსაც მოსკოვი მასპინძლობს 4 სექტემბერს, რადგან, მათი შეფასებით, ეს მოლაპარაკება არ მოიტანს პროგრესს. რუსეთი აცხადებს, რომ თალიბანი ჩაერთვება მოლაპარაკებაში. თალიბანმა მიმდინარე წელს უარყო ქაბულის მთავრობის შეთავაზებები სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის თაობაზე და აცხადებს, რომ ის მხოლოდ აშშ-ს დაელაპარაკება პირისპირ - რაზეც ვაშინგტონი ამბობს უარს. ასეთ ფონზე, თალიბანმა ამ ზაფხულს გააძლიერა თავდასხმები - გასულ კვირაში მან პროვინციულ დედაქალაქ ღაზნიზე მიიტანა იერიში, რომელსაც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ძალები ოთხი დღის განმავლობაში იგერიებდნენ.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net