ზუგდიდის ქუჩებში გაჩნდა წარწერები: „რუსეთი ოკუპანტია“, "არ შეეგუო ოკუპაციას"
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებენ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დაღუპული მეომრების საფლავები. წუხელ იუსტიციის სახლთან სიმბოლურად სანთლებით გამოსახეს თარიღი 08.08.08, ცაში კი ფრანები გაუშვეს. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მალე დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად იუსტიციის სახლის უკან ხსოვნის მემორიალი გაიხსნება.
