სამთავრობო პლატფორმა მოქალაქეთა პეტიციებისთვის და მისი მუშაობის რისკები
24 იანვარს ქუთაისში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმა ichange.gov.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა. პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიიის ფარგლებში, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა პორტალის მოხმარების წესები და პირობები ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნეს.