ბექა წიქარიშვილს 2-კვირიანი პატიმრობა შეეფარდა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებელ ბექა წიქარიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სხვა ადმინისტრაციული სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა ვერ უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებს. ბექა წიქარიშვილი თორნიკე ბზიავასთან ერთად გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. ბახალას პროცესის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს