ჩაიძირა ირანის ტანკერი, რომელიც კვირაზე მეტხანს იწვოდა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში
ჩაიძირა ირანის ნავთობის ტანკერი, რომელიც კვირაზე მეტხანს იწვოდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის სატვირთო ხომალდს შეეჯახა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში და შემდეგ იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში გადავიდა. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ ტანკერი მალევე ჩაიძირა მას შემდეგ, რაც 14 იანვარს მოულოდნელად ცეცხლი მოეკიდა მისი ტვირთის კიდევ ერთ ნაწილს. ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის იმედი არ არის. ტანკერზე იმყოფებოდნენ 30 ირანელი და ორი ბანგლადეშელი. იუწყებიან, რომ ნაპოვნია სამი დაღუპულის გვამები.