შეწყალების უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს გამოყენებული უნდა იყოს ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება – პროკურორი
შეწყალების კონსტიტუციური უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იყოს ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება, – ასე გამოეხმაურა პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით. „პრეზიდენტის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა განვმარტავ, რომ არც კონსტიტუციით და არც სხვა კანონით, აბსოლუტური უფლება, როგორც ციტირებენ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა […]