მიხეილ სააკაშვილი ორი სასამართლოს ყურადღების ცენტრში
3 იანვარს უკრაინისა და საქართველოს დედაქალაქებში ერთდროულად მიმდინარეობდა მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. ხოლო კიევში 11 იანვრისთვის გადაიდო სხდომა სააკაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განსახილველად.