სირიაში რუსეთის სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა
ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა სირიაში რუსეთის, მი-24-ის ტიპის სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. მფრინავების დაღუპვა დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამ იანვარს. ცნობით, შვეულმფრენის ჩამოვარდნა გამოიწვია ტექნიკურმა გაუმართაობამ. შვეულმფრენი სამხედრო ბაზაზე მიფრინავდა, ჰამაში. სამინისტროს თანახმად, შვეულმფრენი არ ყოფილა რომელიმე ძალის თავდასხმის მსხვერპლი. სამინისტრო იტყობინება, რომ ბორტზე მყოფი ტექნიკოსი ჩამოვარდნას გადაურჩა, თუმცა დაშავებულია და საავადმყოფოში იმყოფება. მი-24 დიდი ზომის, ორძრავიანი სამხედრო შვეულმფრენია, რომელიც ხმელეთის, ტანკებისა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების მოსამარაგებლად არის შექმნილი.