Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2017

ბათუმის მერიისა და სამოქალაქო აქტივისტების განსხვავებული პრიორიტეტები

0
ბათუმის მერიისა და სამოქალაქო აქტივისტების განსხვავებული პრიორიტეტები

2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის განხილვისას ქალაქის მერმა, ლაშა კომახიძემ, ილაპარაკა პრიორიტეტებზე, რომელთა მიხედვითაც ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეიმუშავეს. განსხვავებული მოთხოვნები აქვს სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნას და ამ საკითხის ბიუჯეტში ასახვას მოითხოვდა. ბათუმის ისტორიული უბნების შესანარჩუნებლად აუცილებელი რეგულაციის დამტკიცებას ითხოვს საზოგადოება „ბათომი“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დამცველი მოქალაქეების გაერთიანებაა.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ამბობს, რომ ქალაქ ბათუმს, პირველად მისი ისტორიის მანძილზე, ექნება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც, მისივე თქმით, იქნება ერთგვარი სამუშაო გეეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით. უფრო კონკრეტულად კი, ლაშა კომახიძის თქმით, პრიორიტეტი იქნება მოსახლეობის უპრეცედენტო ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში - იმ დოზით, როგორიც მანამდე არასოდეს ყოფილა. ასევე პირველად ბათუმის ისტორიაში, ქალაქი შეიმუშავებს და განსაზღვრავს თავის ეკონომიკურ და ფუნქციურ პროფილს:

„მუნიციპალიტეტის მმართველობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის პრიორიტეტულობა - ეს ადრეც იყო, მაგრამ ჩვენ ახლა საერთოდ ახალი მიდგომა შევთავაზეთ. პრიორიტეტია ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება, რაც გულისხმობს როგორც ფუნქციური, ასევე ეკონომიკური პროფილის შესწავლას და ამ მხრივ კვლევების ჩატარებას, რადგან არ შეიძლება კვლევებისა და ცოდნის გარეშე სპონტანური პროგრამების განხორციელება. ამან ჩვენ მოგვიტანა უკვე არაერთი ცუდი შედეგი და საჭიროა ამ პრაქტიკის შეცვლა. პრიორიტეტია აგრეთვე ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს საწარმოო, მომსახურებისა და საერთაშორისო ბიზნესცენტრების შექმნას - ეს არის სრულიად ახალი ინიციატივები“.

ბათუმის მერის ახალი ინიციატივების ნაწილს კრიტიკულად აფასებს ქალაქის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე თეონა დიასამიძე. მისთვის გაუგებარია, რატომ ქმნის ბათუმის მერია საზოგადოების ჩართულობის ახალ ინსტრუმენტებს და ბიზნესსექტორისთვის ახალ პლატფორმას, მაშინ როდესაც ეს მიმართულებები უკვე არსებობს და საჭიროებს გაძლიერებას:

„მერის ინიციატივით, სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებას უნდა მოხმარდეს 32 ათასი ლარი. ამასთან, საერთოდ არ არის დასაბუთებული საბჭოს შემდგომი ეფექტურობა. გარდა ამისა, ხომ არ ჯობია ძველი საბჭო, რომელმაც 2018 წლამდე იმუშავა, გავაძლიეროთ და მისი რესურსი გამოვიყენოთ, ვიდრე თვითმმართველობის კოდექსის ვალდებულებაზე უარი ვთქვათ და საზოგადოების ჩართულობის ახალი მექანიზმი შევქმნათ? რაც შეეხება ბიზნესისთვის ახალი პლატფორმის შექმნას, აქაც არ არის დასაბუთებული მისი შექმნის აუცილებლობა, რადგან, როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, უნდა შეიქმნას ახალი სივრცე ბიზნესისთვის, მაშინ როდესაც ასეთი სივრცე 2009 წლიდან არსებობს გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით. გაუგებარია, როდესაც ასეთი სივრცე უკვე არსებობს, რატომ უნდა დაიხარჯოს დამატებით თანხები?“

თეონა დიასამიძე ამბობს, რომ 2018 წელს ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი და აქტიური მოქალაქეები ისევ მოითხოვენ მწვანე სივრცეებისა და რეკრეაციული ზონების შექმნას ქალაქში. ბათუმელების ნაწილი ქალაქის გამწვანებას 2014 წლიდან აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ბათუმში ერთ სულ მოსახლეზე დასაშვებ ნორმაზე 4-ჯერ ნაკლები მწვანე საფარია. ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე თეონა დიასამიძე ბათუმის მერს წინასაარჩევნო დაპირებასაც შეახსენებს:

„წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ქალაქის დღევანდელი მერისგან მუდმივად გვესმოდა დაპირება, რომ აუცილებლად იზრუნებდა ამ საკითხზე და 2018 წლის ბიუჯეტში ქალაქში სამი ახალი მწვანე სივრცის შესაქმნელად თანხებს გაითვალისწინებდა, თუმცა ეს ფინანსური რესურსი ბიუჯეტში არ დევს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს აქტიურ მოქალაქეებთან ერთად ვეცდები, რომ ბიუჯეტის კორექტირების დროს ეს საკითხი გაითვალისწინონ იმისთვის, რომ 2018 წლის ბოლოსთვის ბათუმს ჰქონდეს ახალი რეკრეაციული ზონა“.

მწვანე საფრის გარდა, სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ბათუმის ისტორიული უბნების შენარჩუნებას ითხოვს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომის“ წევრები მოითხოვენ დამტკიცდეს ისტორიული საყრდენი გეგმა, რომელიც შეინარჩუნებს მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული ქალაქის ისტორიულ ურბანულ ნაწილს და შეზღუდავს იქ მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას. გარდა ამისა, აქტივისტები უნდობლობას უცხადებენ ზონალურ საბჭოს, რომელიც მშენებლობაზე თანხმობას გასცემს. აქტივისტი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ გასულ წელს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოქალაქეებმა არაერთი დაპირება მიიღეს, თუმცა საზოგადოება „ბათომის“ არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა:

„შედეგი გვაქვს კატასტროფულად ცუდი - ის, რომ ინგრევა ძველი ბათუმი. ახლა შემოღობეს კიდევ ერთი ისტორიული შენობა, ძველი სახლია ძალიან განსხვავებულ სტილში, მავრიტანული ფანჯრები აქვს და ბათუმის ისტორიული ნაწილია. არქიტექტურას თუ დავაკვირდებით, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აშენებული შენობაა. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ მშვიდად ვუყუროთ და უკეთესობისკენ არ მიდის, იმიტომ რომ ისევ ისე ინგრევა ისტორიული შენობები, ისევ გაიცემა სამშენებლო ნებართვები, ისევ შენდება უსახური მრავალსართულიანი შენობები. არაფერი ცვლილება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დაპირებები უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ადრე გვქონდა. დაპირებები გვაქვს ბევრი, განსაკუთრებით საახალწლოდ“.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро


Спорт в России и мире
Москва

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Медведев рассказал, как ударился головой перед матчем с Уиллисом на Уимблдоне в 2016 году


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

"Погода идёт на поправку": Синоптик прогнозирует долгожданное потепление в Москве





Путин в России и мире
Москва

ПРЕДСТАВИТЕЛИ РУКОВОДСТВА РОСГВАРДИИ ПРИНЯЛИ УЧАСТИЕ В ИНАУГУРАЦИИ ПРЕЗИДЕНТА РОССИИ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко надеется на восстановление транспортных маршрутов с Израилем




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Последняя ставка. Киев в отчаянии из-за успехов российских сил. Зеленский прибегает к немыслимому способу спастись


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Арутюнов

Сергей АРУТЮНОВ на своём сольном концерте в Государственном Кремлёвском Дворце презентовал дуэт с Родионом Газмановым. Артисты вместе исполнили хит “Люси”



Москва

Воздушные гиганты Сикорского: как в Российской империи был создан первый тяжёлый бомбардировщик

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net