სერბიაში ამოაჩინეს 25 ტონა ტოქსიკური მასალა
სერბიის ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ ბელგრადის შორიახლოს მიწის ქვეშ აღმოაჩინა უკანონოდ დაფლული 25 ტონა მაღალტოქსიკური მასალა და ამით შესაძლო „ეკოლოგიურ კატასტროფას“ გადაარჩინა დასახლებული პუნქტი. სერბიის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ობრენოვაცში, ცუდად დაცულ კონტეინერებში აღმოჩენილ ქიმიურ ნარჩენებს შორისაა ბენზოლი და ტოლოული. სერბიის ხელისუფლებამ დააპატიმრა კერძო საცავის მეპატრონე, რომელსაც ელის სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა საზოგადოების ზიანის მიყენებისათვის. გარემო დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთი პირობაა, რაც ბრიუსელმა წაუყენა სერბიას ევროკავშირში გაწვერიანების სანაცვლოდ. ექსპერტთა თქმით, სერბიას დასჭირდება დაახლოებით 18 მილიარდი ევროს ინვესტიცია ევროკავშირის სტანდარდების მისაღწევად.