„ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაზე
სანკტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 27 დეკემბერს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ SITE Intelligence Group-ის ექსპერტები იუწყებიან. 27 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. 28 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს დაავალა, რომ ბანდიტების დაკავებისას კანონის ფარგლებში იმოქმედონ. თუმცა არ დაატყვევონ და ადგილზე გაანადგურონ, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან სამართალდამცავების სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი, ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობის მუხლით.