გერმანიაში დააკავეს ბოსნიის ომის სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი
გერმანიაში დააკავეს ბოსნია-ჰერცეგოვინის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ბოსნიის ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულში. 50 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობაც უცნობია, ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე 29 დეკემბერს მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. იუწყებიან, რომ 1990-იან წლებში, პოლიციის თანამშრომლად მუშაობის დროს, ეჭვმიტანილი მონაწილეობდა მასობრივ წამებსა და სისხლისღვრაში, რასაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადებულ დანაშაულის კვალიფიკაცი მიეცა. დაკავებული გერმანიაში დარჩება და იქ დაელოდება ექსტრადიციას სარაევოში.