ეგვიპტეში, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა კოპტების ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა კაიროსთან, კოპტების ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად. დაღუპულებს შორის არის თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მეორე თავდამსხმელმა ჯერ მიმალვა შეძლო, მაგრამ მოგვიანებით ის დაკავებულ იქნა. ჯერ არავის აუღია თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში კოპტებზე თავდასხმა უკვე რამდენჯერმე მოაწყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. კოპტი კრისტიანები შეადგენენ ეგვიპტის 93 მილიონიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 10%-ს.