კატალონიაში 21 დეკემბერს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ადგილობრივ პარლამენტში ძალაუფლებას სეპარატისტები იბრუნებენ - რაც მძიმე პოლიტიკური დარტყმაა პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოიზე და ევროკავშირის ლიდერებზე, რომლებიც მას უჭერდნენ მხარს. დათვლილია თითქმის ყველა ხმა და ოფიციალური პირების ინფორმაციით, სეპარატისტული ორიენტაციის პარტიებმა მცირედი უპირატესობა მოიპოვეს კატალონიის პარლამენტში. ამგვარი შედეგის ფონზე, სავარაუდოდ, კიდევ გახანგრძლივდება პოლიტიკური დაძაბულობა, რომელმაც ესპანეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და რეგიონიდან ბიზნესების გასვლას მისცა ბიძგი. რახოიმ ვადამდელი არჩევნები დანიშნა წინა, სეპარატისტული მთავრობის დათხოვნის შემდეგ და იმედი ჰქონდა, რომ კატალონიის "ჩუმი უმრავლესობა" გადაჭრით ეტყოდა უარს სეპარატიზმს ამ არჩევნებში. მოულოდნელი შედეგი გზას უხსნის კატალონიის ახლა უკვე გადაყენებული პრეზიდენტის, კარლეს პუძდემონის ხელისუფლებაში დაბრუნებას. პუძდემონი საარჩევნო კამპანიაში ბრიუსელიდან იყო ჩართული. სახელმწიფო პროკურორები მას ამბოხებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს და ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში მას დაპატიმრება ემუქრება. "ესპანეთის სახელმწიფო დამარცხებულია" - განაცხადა პუძდემონმა სატელევიზიო გამოსვლაში და დასძინა - "ან რახოი შეცვლის რეცეპტს, ან ჩვენ შევცვლით ქვეყანასო". არჩევნების შედეგმა მღელვარება გამოიწვია გლობალურ ბაზრებზე და ევროს ღირებულების კლებას მისცა ბიძგი. წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებდა, რომ სეპარატისტებს უმრავლესობის შესაქმნელად ხმები არ ეყოფოდათ.
123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.
123ru.net — международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.
Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).
123ru.net — живые новости в прямом эфире!
В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.