უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაზე აფხაზურ მხარესთან კარგი დინამიკა გვაქვს – სოზარ სუბარი
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადმოსვენების საკითხზე აფხაზურ მხარესთან მორიგი შეხვედრა შედგა. შეხვედრის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ამ მიმართულებით კეთდება და ძალიან კარგ დინამიკას აქვს ადგილი. „ეს არის აფხაზურ მხარესთან წითელი ჯვრის დახმარებით გამართული შეხვედრები, რომელიც ეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას. […]