რუმინეთში მოსამართლეებმა და პროკურორებმა საპროტესტო გამოსვლა გამართეს
ასეულობით მოსამართლე და პროკურორი გავიდა ქუჩაში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ასევე სხვა ქალაქებში, და პროტესტი გამოხატეს იურიდიული სისტემის შეცვლის წინააღმდეგ. დემონსტრაციების მონაწილეები თვლიან, რომ ცვლილებები გამოძიების წარმართვას შეაფერხებს და მუქარას წარმოადგენს საჯარო უსაფრთხოებისთვის. იურისტების გამოსვლის წინა დღეს ათასობით რუმინელი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტს გამოთქვამდა მმართველი სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ. სამართლებრივი სისტემის ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის მემარცხენე უმრავლესობაა. მას სურს, აიკრძალოს გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ საჯაროდ ინფორმაციის გავრცელება და ნება დაერთოს ეჭვიტანილს, დაესწროს მსხვერპლის მიერ ჩვენების მიცემას. პროკურორების თანახმად, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, პედოფილიის მსხვერპლმა ეჭვმიტანილის თანადასწრებით მისცეს ჩვენება.