ტურისტული სეზონი გუდაურისა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტებზე დღეს გაიხსნება
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის და ზამთრის ტურისტული სეზონი კურორტებზე ეტაპობრივად, ოფიციალურად გაიხსნება. 10 დეკემბერს ტურისტული სეზონი გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე გაიხსნება. 12 დეკემბერს, ბაკურიანში გაიხსნება დიდველი, ხოლო 23 დეკემბერს კოხტა-მიტარბი. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის გახსნა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ 23 დეკემბერს გაიხსნება მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგირო, რომელიც მესტიის […]