დღეის მდგომარეობით ბრალს არ აღიარებს – პროკურორი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტის საქმეზე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განუცხადა. „დღეის მდგომარეობით ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. აქედან გამომდინარე, რა განუცხადა მან გამოძიებას, ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ ისევ და ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე“ – განაცხადა პროკურორმა. […]