Добавить новость
123ru.net
World News
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

ირანმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა აშშ-ის ბაზაზე საუდის არაბეთში

0

სულ მცირე 12 ამერიკელი სამხედრო დაშავდა, 27 მარტის საღამოს საუდის არაბეთში, ერ-რიადის მახლობლად მდებარე „პრინც სულთანის“ ავიაბაზაზე თავდასხმისას, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული.

ამის შესახებ წერენ The New York Times და The Wall Street Journal უცნობ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, დაშავებულთაგან ორი მძიმედაა. სამხედროები შენობაში იმყოფებოდნენ, როდესაც მას ჭურვი მოხვდა.

მედიის ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა მინიმუმ ერთი რაკეტით და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით. დაზიანდა რამდენიმე საჰაერო ტანკერიც.

28 მარტს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა CBS News-ს უთხრა, რომ 27 მარტის მდგომარეობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, საერთო ჯამში 303 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. მათგან 273 უკვე დაუბრუნდა სამსახურს.

მისივე თქმით, დაშავებულთა 75%-ზე მეტს თავის ტვინის ტრავმა აქვს, თუმცა 10 სამხედრო კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩება. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 13 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ირანი, ისრაელისა და აშშ-ის მიერ მის სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე განხორციელებული დაბომბვების საპასუხოდ, აგრძელებს საპასუხო დარტყმებს აშშ-ის მოკავშირეებზე სპარსეთის ყურის რეგიონში, მათ შორის საუდის არაბეთზე, ბაჰრეინზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების განცხადებით, 28 მარტის გამთენიისას მათმა თავდაცვითმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ირანულ რაკეტებსა და დრონებს, თუმცა აბუ-დაბის სამრეწველო ზონაში გაჩენილ ხანძარს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ირანი აგრძელებს ორმუზის სრუტის ბლოკირებას, რომლის გავლითაც სპარსეთის ყურის ქვეყნები საკუთარი ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან ნაწილს ექსპორტზე გზავნიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას სრუტის გახსნის ვადა 6 აპრილამდე მისცა და გააფრთხილა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აშშ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განახორციელებს.

ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net