Добавить новость
123ru.net
World News
Март
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

მიტროპოლიტი შიოს თქმით, პატრიარქის „ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა“

0

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ მისი თანამოსაყდრის მიტროპოლიტი შიოს [მუჯირი] კომენტარს ავრცელებს. ის სხვა სასულიერი პირებთან ერთად, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, გადმოყვანილია რეანიმაციაში, ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური“, - ამბობს ის და მოუწოდებს სასულიერო პირებსა და მრევლს ილოცონ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან ერთად არინ სინოდის სხვა წევრებიც. ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანან ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი[კონსტანტინე იაკობიშვილი], ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორ[დიმიტრი ჭუაძე] და სხვა სასულიერო პირებიც.

ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კავკასიის მედიცინის ცენტრში დილიდან მიდიან პოლიტიკური თანამდებობის პირები. პატრიარქი მოინახულეს:

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა;სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა;კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ;სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ.თანამდებობის პირების გარდა, კლინიკაში მივიდა ვანო ჩხარტიშვილი - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი;

17 მარტს, ღამის სამ საათზე „კუჭიდან მასიური სისხლდენით“ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კლინიკაში გადაიყვანეს. ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია, ჯანმრთელობის მაჩვენებლები „არასტაბილური და საყურადღებოა“.

კითხვაზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება თუ არა პაციენტი, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე პასუხობს, რომ ილია მეორე „იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაშია[პაციენტს აქვს ჩადგმული ენდოტრაქეალური მილი]. სისხლდენა შეწყვეტილია“.

მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ „ძილის მდგომარეობაშია“.

ილია მეორე(ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია 1977 წლიდან.2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლისაა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net