რეგიონი, ევროკავშირი, TRIPP-ი, ეკონომიკა - რა საკითხებს შეეხნენ ფაშინიანი და კობახიძე ბრიფინგზე
ირაკლი კობახიძის თანახმად "საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელის შესაწყობად".
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაიხადა საქართველოს პრემიერს მასპინძლობისთვის. თქვა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად არსებობს ისტორიიული შესაძლებლობა.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში გუშინ 3 მარტს ჩამოვიდა. მას გუშინ კახეთში, სიღნაღში ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძეს.
დღეს 4 მარტს, კი საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა. ერთობლივ ბრიფინგამდე ფაშინიანმა და კობახიძემ სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.
რაზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა "ძალიან კარგ" სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობს, "სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურიზმს და ვიზიტორებს ამ კუთხით სომხეთი სამეულშია".
მან დადებითად შეაფასა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება და თქვა, რომ "ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში".
სომხეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ამ კუთხით ბოლო წლებში კლება ფიქსირდება. თუ 2023 წელს ექსპორტი სომხეთში 767 მლნ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს 617,7 მლნ დოლარამდე, 2025 წელს კი 552,9 მლნ დოლარამდე შემცირდა.
იმპორტი 2023 წელს 336.8 მლნ დოლარი იყო, 2024 წელს - 237.4 მლნ დოლარი, ხოლო 2025 წელს 233.1 მლნ დოლარი.
შარშან მთავარი საექსპორტო პროდუქცია ავტომობილები, სპირტის ნაყენები და ნავთობპროდუქტები იყო, იმპორტში კი - სპილენძის მადნები, მინის პროდუქცია და სიგარეტი.
2025 წელს სომხეთი მესამე ადგილზე იყო საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობით (948 299) – რუსეთისა და თურქეთის შემდეგ.
კობახიძემ, მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარდაჭერისთვის.
რაზე გაამახვილა ყურადღება ნიკოლ ფაშინიანმანიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძესთან ისაუბრა თუ რა ხდება TRIPP -ის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობებში.
„ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი)“.
ასევე გამოყო სომხეთსა და რუსეთს ასევე სომხეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობის თემა.
"მოვუყევი მას [ირაკლი კობახიძეს] სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის, ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრომლებთ მომავალშიც და აქ ხელშესახები შედეგებიც გვექნება“"- თქვა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამ საკითხვებთან მიმართებით ირაკლი კობახიძეს, ერთობლივ ბრიფინზე არ უსაუბრია.
სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში ბრიუსელმა ერევანს ოფიციალურად გადასცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), - ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს.2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
2024 წლიდან შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი. ევროკავშირის მხრიდან სამთავრობო ფინანსური დახმარება და „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები, ანტიდემოკრატიულად მიჩნეული კანონებისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში სერიოზულ უკუსვლად შეფასებული ვითარების გამო.
ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოები ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესახებ. 11 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მანამდე მიღებული ახალი მექანიზმის ფარგლებში.
