Добавить новость
123ru.net
World News
Февраль
2026
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

რუბიო: რუსეთი წლების განმავლობაში არღვევდა შეთანხმებას New START

0

რუსეთი - რომელმაც 2023 წელს შეაჩერა მონაწილეობა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებაში (New START) - "წლების განმავლობაში არღვევდა მის პირობებს", განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. შეთანხმებას მოქმედების ვადა გაუვიდა 2026 წლის 5 თებერვალს.

"შეიარაღების კონტროლის მომხრეები და მედიაში ბევრი ხმა ცდილობდა ვადის გასვლა წარმოეჩინა ნიშნად იმისა, რომ აშშ იწყებს ახალ გამალებულ ბირთვულ შეიარაღებას. ეს შეშფოთება უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ რუსეთმა New START-ის ხელშეკრულების განხორციელება 2023 წელს შეწყვიტა, მას მერე, რაც მის პირობებს წლების განმავლობაში არღვევდა. ხელშეკრულებას სულ მცირე ორი მხარე ესაჭიროება - და შეერთებული შტატები დადგა არჩევანის წინაშე, ან ცალმხრივად იკისროს პასუხისმგებლობა, ან აღიაროს, რომ ახალი ეპოქა ახალ მიდგომას ითხოვს", წერს რუბიო. მისი თქმით, ახალმა ხელშეკრულებამ უნდა ასახოს ის გარემოება, რომ აშშ, მალე, შესაძლოა აღმოჩნდეს არა ერთი, არამედ ორი ბირთვული მეტოქის - რუსეთისა და ჩინეთის პირისპირ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შეიარაღების კონტროლის ძველი მოდელები, რომლებიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ორმხრივ შეთანხმებებს ეფუძნება, მოძველდა ჩინეთის ბირთვული არსენალის გაფართოების ფონზე. რუბიო აღნიშნავს, რომ 2020 წლის შემდეგ ჩინეთმა ბირთვული ქობინების რაოდენობა 200-ზე ცოტა მეტიდან გაზარდა 600-ზე მეტამდე, ხოლო 2030 წლისთვის მისი ქობინების რაოდენობამ შესაძლოა 1000-ს გადააჭარბოს. შეიარაღების კონტროლის შეთანხმება, რომელიც არ გაითვალისწინებს ჩინეთის არსენალის ზრდას - რასაც რუსეთი მხარს უჭერს - აშშ-ს და მის მოკავშირეებს ნაკლებად დაცულებს გახდის, წერს რუბიო.

რუსეთმა აშშ-ს 2023 წლის 21 თებერვალს ოფიციალურად შეატყობინა, რომ შეწყვიტა მონაწილეობა New START-ის შეთანხმებაში. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ეს იმით ახსნა, რომ დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ მოსკოვი კვლავაც დაიცავდა რაოდენობრივ შეზღუდვებს და ისევ გაცვლიდა ცნობებს ბალისტიკური რაკეტების გაშვების თაობაზე.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net