პარლამენტთან დააკავეს დემონსტრანტი, რომელსაც სასამართლომ ტროტუარზე პროტესტისთვის 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
პოლიციამ პარლამენტის შენობის უკან, სესიის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავა, აქტივისტი, მზარეული ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართე თორნიკე კაპანაძემ დეკემბერში ტროტუარზე პროტესტისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ზურა მანჩხაშვილი საპატრული პოლიციის თანამშრომლებთან თავად მივიდა და მოუყვა, რომ უნდა დაეკავებინათ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდამრთვევად ცნობის გამო. პოლიცია ადგილზე სატელეფონო საუბრით გაერკვა ვითარებაში და მანჩხაშვილი დააკავა.
როგორც დემონსტრანტმა დაკავებამდე უთხრა ჟურნალისტებს, დღეს 3 თებერვალს თვითონ დარეკა სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწესთან და ასე გაარკვია, რომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ის და მისი უფლებადამცველი სასამართლოს სხოდმას არ დასწრებიან.
მანჩხაშვილს მანამდე ერთხელ უკვე ჰქoნდა შეფარდებული 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
პროტუარზე პროტესტისთვის სასამართლომ ამ დრომდე 10 შემთხვევაში გამოიტანა გადაწყვეტილება, ყველა დემონსტრანტი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა 5-ის შემთხვევაში გამოიყენა ადმინისტაციული პატიმრობის მუხლი, დანარჩენების მიმართ კი მოსამართე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.
საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.
