Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30
31

ზელენსკი: ყველას ესმის, რომ ეს რუსეთის ომია და მის დასრულებაზე პასუხისმგებლობაც რუსეთზეა

0

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ახლა არის დიდი ინტერესი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ. ამის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება უწყვეტად აგრძელებს მუშაობას უკრაინის აღდგენის დოკუმენტზე - "იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორებიც ასევე უდგებიან ამ ამოცანას", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დღეს მსოფლიოში აღარავინ დარჩა, ვისაც რაიმე ეჭვი დარჩა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის თაობაზე:

"ახლა შეუძლებელია ვინმეს მსოფლიოში ეჭვი ეპარებოდეს: რას წარმოადგენს ეს ომი, ვინ დაიწყო ის ან რატომ გრძელდება. ყველას ესმის, რომ ეს რუსეთის ომია. ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობაც რუსეთზეა და რუსეთი უნდა მოექცეს ზეწოლის ქვეშ".

ზელენსკიმ 27 იანვრის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ არის სიგნალები ევროპელთა მზადყოფნაზე - გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა:

"გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ამ ზეწოლის სამიზნე, კერძოდ, იყოს რუსეთის სატანკერო ფლოტი, რუსეთის ნავთობის ექსპორტის მთელი ინფრასტრუქტურა. ევროპაში ყველას ძალიან დაგვეხმარება, თუკი რუსეთის შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდება. უკვე ვხედავთ, რომ აგრესორს აქვს ახალი კოლოსალური პრობლემები ფედერალურ ბიუჯეტთან მიმართებით, ასევე ინფლაციისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ. ეს ყველაფერი კარგი და სწორი სიგნალებია, რომ მშვიდობა, საბოლოოდ შეიძლება იყოს მიღწეული".

სამშაბათს ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგებზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაღუპულია 3 ადამიანი და დაახლოებით 50-ს გაეწია დახმარება. სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა:

"52 მოიერიშე დრონი საკუთრივ ქალაქზე იყო დამიზნებული; მათგან ბევრი მიმართული იყო ქალაქის ცენტრისკენ და “პრივოზის” ირგვლივ არეალზე. იქ არასდროს ყოფილა და არც ახლაა რაიმე სამხედრო სამიზნე. და ფაქტობრივად რუსეთის “შაჰედების” ყველა სამიზნე ჩვეულებრივი სახლები და უბრალო სამოქალაქო ინსფრასტრუქტურა იყო. დარტყმა მძიმე იყო. დრონების უმრავლესობა გადატაცებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, არა ყველა".

27 იანვარს უკრაინულ ონლაინგამოცემა "ევროპეისკა პრავდასთვის" მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ტერიტორიებსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოსალაპარაკებლად.

"სახელდობრ მათ გადასაწყვეტად პრეზიდენტი მზად არის პუტინთან შესახვედრას და ამის განსახილველად".

სიბიჰამ "ევროპეისკა პრავდას" აგრეთვე განუცხადა, ვერ ხედავს მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის აუცილებლობას:

"არ უნდა შევქმნათ პარალელური არხები. არის ჩამოყალიბებული მომლაპარაკებელთა გუნდები, რომლებშიც შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დამატებითი არხების შექმნა არააქტუალურია, არასაჭიროა".






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net