Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი, მაჩადო ამბობს, რომ ტრამპს ნობელის მედალი გადასცა

0

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს თქმით, მან მშვიდობის დარგში თავისი ნობელის პრემია 15 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გადასცა, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ტრამპის ხედვაზე სამხრეთ ამერიკის ამ სახელმწიფოს პოლიტიკური მომავლის გარშემო.

დასავლეთის მედიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია დათანხმდა თუ არა ტრამპი მედლის მიღებას. მაჩადომ, რომელმაც შეხვედრას "შესანიშნავი" უწოდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა ტრამპის მხრიდან ვენესუელელი ხალხის თავისუფლებისადმი ერთგულების აღიარების ნიშნად. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

ამავე სააგენტოს ანალიზით, მაჩადოს ჟესტი ნაწილია მისი ძალისხმევისა გავლენა მოიპოვოს თავისი ქვეყნის სამომავლო კურსზე. ტრამპი ღიად აწარმოებდა ამ პრემიისთვის კამპანიას მანამ, სანამ მას გასულ თვეში მაჩადო მიიღებდა.

მაშინაც კი, თუკი მაჩადომ თავისი მედალი ტრამპს გადასცა, ჯილდო მაინც მისად დარჩება - ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება პრემიის შემდგომი გადაცემა, გაყოფა, ან ჩამორთმევა. 14 დეკემბერს ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს სურდა თუ არა მაჩადოს პრემია მისთვის გადაეცა, რაზეც ტრამპმა Reuters-ს უთხრა: "არა, მე ეს არ მითქვამს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მან მიიღო".

ლანჩი, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, იყო პირველი პირისპირ შეხვედრა ამ ორ ფიგურას შორის. შემდეგ მაჩადომ შეხვედრები გამართა ათზე მეტ სენატორთან - როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან.

მაჩადოს ვიზიტის მსვლელობისას თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი ელოდა მაჩადოსთან შეხვედრას, თუმცა კვლავაც ინარჩუნებდა თავის "რეალისტურ" შეხედულებას - რომ ამ ეტაპზე მაჩადოს არ აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის საკმარისი მხარდაჭერა.

მაჩადო - რომელმაც ვენესუელა სარისკო გზით, ზღვის გავლით დატოვა - ვენესუელის ამჟამინდელი ხელისუფლების წევრების პარალელურად ცდილობს ტრამპის მხარდაჭერის მოპოვებას. მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში აშშ-მა ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო დააპატიმრა და იძულებით აშშ-ში ჩაიყვანა, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი, დიასპორის წევრები და პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ვენესუელაში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყება.

იმ სენატორებს შორის, რომლებმაც მაჩადოსთან შეხვედრა გამართეს, იყო დემოკრატი კრის მერფი. Reuters-ი ავრცელებს მის მონათხრობს - რომ როგორც მაჩადომ სენატორებს უთხრა, ვენესუელაში რეპრესიები მადუროს პერიოდის მსგავსად გრძელდება. მერფის თქმით, პოზოციებს იმყარებს ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი - რომელიც უწინ მადუროს მოადგილე იყო.

"იმედი მაქვს არჩევნები ჩატარდება, თუმცა სკეპტიკურად ვარ განწყობილი" - მერფის ამ სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ კონცენტრირებულია ვენესუელის ნავთობის აშშ-სთვის ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური აღდგენის საკითხებზე. Reuters-სთვის 14 იანვარს მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვენესუელის დროებით ლიდერთან მუშაობა კარგად გამოდის. პარალელურად, როდრიგესი ვენესუელაში აცხადებს, რომ გამოვა გეგმით ქვეყნის ნავთობის მრეწველობის რეფორმირების თაობაზე.

ვენესუელაში 2024 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მაჩადოს მონაწილეობა აუკრძალა უმაღლესმა სასამართლომ, რომელიც მადუროს მოკავშირეებით იყო დაკომპლექტებული. გარე დამკვირვებლებში ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა ედმუნდო გონზალესმა - ფიგურამ, რომელსაც მაჩადო უჭერდა მხარს - თუმცა მადურომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ძალაუფლება შეინარჩუნა.

ამჟამინდელმა მთავრობამ ბოლო დღეებში გაათავისუფლა ათობით პოლიტიკური პატიმარი - თუმცა გარე ჯგუფები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ გათავისუფლების პროცესის მასშტაბს კარაკასი გაზვიადებულად წარმოაჩენს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net