Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

პროკურატურა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახთან შესახვედრად მზაობას გამოთქვამს

0

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს ოქტომბერში მომხდარი ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახს.

ამასთან, პროკურატურის განცხადების მიხედვით, მზად არიან "ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა".

"საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა, "მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე", საზოგადოებას შეახსენებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი.

"მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის".

ასევე შსს განაგრძობს გამოძიებას ცალკე გამოყოფილ საქმეზე.

მოკლული მასწავლებლის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა 22 დეკემბერს. გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, თავისი შვილის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. ოჯახი მოითხოვს "განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს" დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი ყველა ადამიანი.

ოჯახი 8 იანვარს პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

22 დეკემბერს გამართულ აქციაზე, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს პროკურატურის შენობაში შესვლა და საუბარი შესთავაზეს პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა ბიძინა ქუმსიაშვილმა და უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაია ცანავამ, რაზეც უარი მიიღეს.

განახლება:

მოგვიანებით, "ტვ პირველთან" საუბარში ეკა კუპატაძემ თქვა, რომ მზადაა შეხვდეს გენერალურ პროკურორს.

"მე არ ვენდობი მათ, მე შევხვდები მხოლოდ და მხოლოდ გენერალურ პროკურორს... წინასააქციოდ რომ გაახსენდათ შეხვედრა, 22 დეკემბრიდან 8 იანვრამდე არ ჰქონდათ დრო?.. რას აპირებენ, მე ამის მოსმენა მინდა. ოთხი პირია დაკავებული ერთ საქმეზე, ეს როგორ არ არის ჯგუფური [დანაშაული]", - ამბობს ეკა კუპატაძე.

გამოძიების თანახმად, 1 ოქტომბერს 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა - 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.გიგა ავალიანმა 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net