Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2026
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

პუტინი შობას საიდუმლო სამხედრო ბაზაზე, ГРУ-ს ოფიცრების გარემოცვაში შეხვდა - მედია

0

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, კიდევ რამდენიმე, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, 7 იანვარს შობას აღნიშნავს.

კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრო მოსკოვის ოლქში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. კონკრეტულად სად მდებარეობს ეს ტაძარი, კრემლს არ უთქვამს.

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ალექსანდრ იუნაშევი ტელეგრამზე წერდა, რომ პუტინი, როგორც „ჭეშმარიტი უმაღლესი მთავარსარდალი”, შობის დღესასწაულს გაატარებდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის”(ომი უკრაინაში) მონაწილეებთან ერთად და „ამ ღონისძიების გაშუქება” იოლი არ იქნებოდა, რადგან მონაწილეებს შორის იქნებოდნენ ისინი, ვისი „გამოჩენაც” არ შეიძლება.

კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში ტაძარში პუტინსა და რამდენიმე სამხედროსთან ერთად ჩანან ქალები და ბავშვები. რუსეთის პრეზიდენტმა მართლმადიდებლებს შობა მიულოცა და განაცხადა, რომ ხშირად იესო ქრისტეს მხსნელს უწოდებენ, რადგან დედამიწაზე ადამიანების გადასარჩენად მოვიდა და რუსეთის მეომრებიც, თითქოსდა, უფლის დავალებით ასრულებენ სამშობლოსა და მისი ხალხის გადარჩენის მისიას.

დამოუკიდებელი გამოცემა „აგენტსტვო” ყურადღებას ამახვილებს, რომ 2023 და 2024 წლებში კრემლს არ დაუმალავს კონკრეტული ადგილები, სადაც პუტინი შობას შეხვდა.

გამოცემის ანალიზის თანახმად, ეკლესია, სადაც გასულ ღამით პუტინი შობის აღსანიშნავად იმყოფებოდა, მდებარეობს მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში, სპეციალური დანიშნულების ცენტრის, „სენეჟის“(სამხედრო ნაწილი 92154) ტერიტორიაზე.

სამხედრო პირი, რომელიც კრემლის მიერ გავრცელებული კადრებით, პუტინთან ყველაზე ახლოს დგას, ამ ნაწილის მეთაური, დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) გენერალ-ლეიტენანტი ალექსეი გალკინია.

2025 წელს გამოცემა The Wall Street Journal-ი წერდა, რომ სპეცოპერაციების ელიტური ცენტრი „სენეჟი“ დასავლეთის ქვეყნებში დივერსიების მოწყობითაა დაკავებული. დასავლეთის დაზვერვა ამ ცენტრს მიიჩნევს პასუხისმგებლად ევროპაში, კომპანია DHL-ის საწყობებში ამანათების აფეთქებასა და სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი გერმანული კონცერნის, Rheinmetall-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმის მომზადებაზე.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net