Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2025

ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა აღიარა, რომ ქრთამს იღებდა რუსეთის ინტერესების გატარებაში

0

ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა და უელსში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის Reform UK- ის ყოფილმა ლიდერმა, ნათან გილმა, თავი დამნაშავედ ცნო ევროპაში რუსეთის პოლიტიკური ინტერესების ლობირების სანაცვლოდ ქრთამის აღების ბრალდებაში. 26 სექტემბერს პოლიტიკოსის მიერ ლონდონის „ოლდ ბეილის“ სასამართლოში გაკეთებული აღიარების შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

52 წლის გილმა თავი დამნაშავედ ცნო ქრთამის აღების რვა ბრალდებაში, რომლებიც მოიცავდა 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდს. Reuters-ი ციტირებს სასამართლოში გამოსვლიდან ამონარიდებს, რომლებშიც საუბარია თანხის მიღების თანხმობაზე, რაც მხილებული პოლიტიკოსის თქმით, “არჩეულ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებისას გადაცდომას წარმოადგენდა “.

როგორც მოსამართლე ბობი ჩიმა-გრაბმა განაცხადა, გილმა აღიარა, რომ მას გარკვეულ თანხებს უხდიდნენ „პრორუსული პარტიების მხარდასაჭერად“ დასმული კითხვებისა და გაკეთებული განცხადებების გამო. პროკურორ მარკ ჰეივუდის თქმით, გილი, სხვა ბრალდებებთან ერთად, ევროპარლამენტში აყენებდა ისეთ საკითხებს, რომელთა წინ წამოწევა შედიოდა დამკვეთების ინტერესებში.

პოლიტიკოსმა ევროპარლამენტი 2020 წელს, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დატოვა.

ბრიტანელ მემარჯვენე პოპულისტს ბრალდება 2021 წელს წაუყენეს, როდესაც მის ტელეფონზე WhatsApp-ის შეტყობინებების აპლიკაციაში მაკომპრომეტირებელი შეტყობინებები აღმოაჩინეს.

გილი სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს, განაჩენი კი სავარაუდოდ 2025 წლის ნოემბერში იქნება გამოტანილი. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მას „ხანგრძლივი პატიმრობა“ ემუქრება.

ბრიტანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ პარტია Reform UK-ის ყოფილი ხელმძღვანელი ფულს იღებდა ოლეგ ვოლოშინისგან, ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსისგან, რომელიც 2019 წლიდან 2022 წლამდე იყო ვერხოვნა რადას წევრი პროპუტინისტი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტიიდან.

პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ვოლოშინი პრორუსულ ნარატივებს ავრცელებდა, კონკრეტულად კი ამართლებდა ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ჩამოყალიბებას. რუსეთთან მისი შესაძლო კავშირების გამო, რომლებიც „უკრაინის დესტაბილიზაციისკენ“ იყო მიმართული, ის 2022 წელს აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.

2023 წელს უკრაინამ ვოლოშინს ღალატში დასდო ბრალი. თუმცა, ამ დროს მას უკვე დატოვებული ჰქონდა ქვეყნის ტერიტორია. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ვოლოშინი უკრაინიდან რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე წავიდა. უკრაინული პროექტი „Stopkor“ იუწყება, რომ ვოლოშინი და მისი ოჯახი ბელარუსში დასახლდნენ.

ოლეგ ვოლოშინის საქმიანობას ასევე აკავშირებენ მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრ მაქსიმილიან კრაჰთან (Maximilian Krah). 2023 წლის დეკემბერში გერმანელი პოლიტიკოსი FBI-მ დაკითხა კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან „საეჭვო თანხების“ შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით.

Der Spiegel-ის ცნობით, ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა მოიპოვეს ვოლოშინისა და კრაჰის მიმოწერა, რომელშიც პრორუსი აქტივისტი გერმანელ მემარჯვენე პოპულისტთან გარკვეული „ტექნიკური დავალებების“ „კომპენსაციაზე“ საუბრობს. გარდა ამისა, კრაჰის სახელი ახსენეს ონლაინ პლატფორმა Voice of Europe-ის გარშემო ატეხილი სკანდალის დროს, რომელსაც ჩეხეთის ხელისუფლება მოსკოვს უკავშირებს.

DW რუსული სამსახურის ცნობით, სექტემბერში ბუნდესტაგმა კრაჰს იმუნიტეტი ჩამოართვა, რაც კორუფციისა და ჩინური სახსრებით ფულის გათეთრების საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგია. თვითონ პოლიტიკოსი უარყოფს რუსეთთან კავშირის ბრალდებებს.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net