Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2025

რადოსლავ შიკორსკი რუსეთს: ...იმპერიების დრო წასულია და თქვენი იმპერია არ აღდგება

0

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც 22 სექტემბერს ესტონეთის მოთხოვნით შეიკრიბა და რუსეთის მიერ ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებს შეეხებოდა, პოლონეთის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ ბოლო დღეებში რუსეთის მიერ ნატოს რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებზე ილაპარაკა და გამოსვლის დასასრულს რუსეთის წარმომადგენლებს მიმართა:

"უშიშროების საბჭოს ეს საგანგებო სხდომა მოწვეულია იმის გამო, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაგზავნა დრონები პოლონეთში, რუსეთის სამი მოიერიშე თვითმფრინავი „მიგ-31“, გათიშული ტრანსპონდერებით, უნებართვოდ შეიჭრა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და იქ 12 წუთი დაყო. იმავე დღეს რუსეთის ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია უსაფრთხოების ზონა ბალტიის ზღვაში ჩვენს ეკონომიკურ ზონაში არსებული პოლონეთის საბურღი პლატფორმების თავზე.

თუ ეს შემთხვევითობა იყო, რატომ არ უნდა აღიარო მაშინვე და რატომ არ უნდა მოიხადო ბოდიში?

ჩვენ რუსეთს წარსულში მივეცით საშვი ასეთ ვითარებებში. თუმცა, ბოდიში არ მოგვისმენია, არამედ - მხოლოდ ტყუილები. უკრაინაში თავდასხმების ინტენსიფიკაციასთან ერთად, ეს შემთხვევები, როგორც ჩანს, არის მჭევრმეტყველური კომენტარი ალასკაში პუტინის მიერ დაპირებულ “დაპირისპირებიდან დიალოგზე გადასვლაზე".

პოლონეთის ვიცეპრემიერი რუსეთის ბოლოდროინდელ "დარღვევებს" საეჭვოდ მიიჩნევს და "რუსეთის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ესკალაციას" უწოდებს. შიკორსკი ჩამოთვლის ამ ომის სხვა ელემენტებსაც:

"პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დეზერტირების მკვლელობები, საავადმყოფოებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ კიბერშეტევები, ცეცხლის წაკიდება, მათ შორის პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და ლიეტუვაში, ცეცხლგამჩენი მოწყობილობების შემცველი საფოსტო პაკეტები მთელ ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, თავდასხმები უკრაინის საელჩოებზე, სტანდარტულ ჯაშუშობასა და დეზინფორმაციასთან ერთად".

რადოსლავ შიკორსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსგან მკაფიოობა და სოლიდარულობა მოითხოვა:

“ამ საბჭოს პასუხისმგებლობაა ჰქონდეს მკაფიო გზავნილი, რომ მსგავსი პროვოკაციები დაუშვებელია. ის უნდა იყოს სოლიდარული ესტონეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ყველა სახელმწიფოს მიმართ, რომლის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება რუსეთის სისტემური აგრესიის გამო".

რუსეთის დელეგაციისთვის მიმართვისას პოლონეთის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

"რუსეთის წარმომადგენლებისთვის ეს მაქვს სათქმელი: ვიცით, რომ არ დაეძებთ საერთაშორისო სამართალს და არ გაგაჩნიათ უნარი მშვიდობიანად იცხოვროთ თქვენს მეზობლებთან. თქვენი გიჟური ნაციონალიზმი შეიცავს დომინაციის სურვილს, რომელიც არ გაქრება, სანამ არ გაიაზრებთ, რომ იმპერიების დრო წასულია და თქვენი იმპერია არ აღდგება. თითოეული დრონით დარტყმა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირები ახორციელებენ - ღმერთმა დალოცოს ისინი - აახლოებს ამ დღეს.

თქვენს სამდღიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკვე ათი წელია დონბასის დაპყრობაც კი არ შეუძლია. თუმცა რუსეთის დანაშაულებრივი, კატასტროფული შეცდომების პოტენციალი კვლავაც არსებობს.

1914 წელს მობილიზაციის გამოცხადებით თქვენ დააჩქარეთ პირველი მსოფლიო ომის დაწყება, რომელმაც ევროპა გაანადგურა და თქვენი ბოლშევიკური რევოლუცია გამოიწვია. ჰიტლერ-სტალინის პაქტის ხელმოწერით, მეორე მსოფლიო ომის დაწყებას შეუწყვეთ ხელი, ყველაზე სისხლისმღვრელისა ისტორიაში. ცენტრალური ევროპის გასაბჭოებით ცივი ომი გამოიწვიეთ. ნუღარ დაიწყებთ კიდევ ერთს".

გამოსვლის დასასრულ კი შიკორსკიმ გააფრთხილა რუსები:

"მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს რუსეთის მთავრობასთან: თუ მორიგი რაკეტა ან თვითმფრინავი შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში - განზრახ ან შეცდომით და იქნება ჩამოგდებული და ნამსხვრევი დაეცემა ნატოს ტერიტორიაზე, აქ ნუ მოხვალთ საწუწუნოდ. გაფრთხილებულები ხართ. გმადლობთ".






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net