Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2025

ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვა: ისრაელის სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნას ჰუმანიტარული დახმარების 67 მაძიებელი ემსხვერპლა

0

ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 20 ივლისს ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შეიკრიბნენ ტერიტორიის ჩრდილოეთში.

სროლის დროს 67 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ მისი 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონას, რომელსაც სურსათით დახმარებას გადაჰქონდა, „დახვდა მშიერი მშვიდობიანი ადამიანების უზარმაზარი ჯგუფი, რომლებსაც ცეცხლი გაუხსნეს“ მალევე მას მერე, რაც კოლონამ ისრაელიდან საზღვარი გადაკვეთა და საკონტროლო პუნქტები გაიარა.

ისრაელის სამხედროებმა უარყვეს დაღუპულთა რაოდენობა და განაცხადეს, რომ ჯარისკაცებმა ისროლეს „მათთვის შექმნილი უშუალო საფრთხის ასაცილებლად“, როდესაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქ ღაზასთან ახლოს.

გაერომ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მაისის ბოლოდან დახმარების თითქმის 800 მაძიებელი დაიღუპა.

ღაზის სექტორში შეზღუდულია მედიის შესვლა. AFP-ს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს მოკლულთა რიცხვი და სააგენტოსა და სხვა თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დეტალები.

ისრაელის სამხედრო ძალებმა 20 ივლისს განაცხადეს, რომ ემზადებიან ღაზის ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, რაც პირველად ხდება 2023 წლის ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ. ისრაელის არმიამ სპეციალური გაფრთხილება გაავრცელა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ უბნების მაცხოვრებლებისთვის და მოსთხოვა მათ ტერიტორია დატოვონ.

20 ივლისს, რომის პაპმა ლეონ XIV-მ დაგმო ღაზაში ომი და მოითხოვა მისი დასრულება. პაპი გამოვიდა მოწოდებით „ძალის განურჩეველი გამოყენების წინააღმდეგ“, ისრაელის სამხედროების მიერ კათოლიკურ ეკლესიაზე სისხლიანი დარტყმიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net