Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2025

ისრაელი აცხადებს, რომ მომდევნო ოპერაცია ღაზის სექტორში ქალაქ დეირ ელ-ბალაჰს შეეხება

0

ისრაელის სამხედრო ძალებმა კვირას განაცხადეს, რომ ისინი ემზადებიან ღაზის ცენტრალურ ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად, რაც პირველად ხდება 2023 წლის ოქტომბერში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცახალი) სპეციალური გაფრთხილება გაავრცელეს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ უბნების მაცხოვრებლებისთვის და მოუწოდა მათ ევაკუაციისკენ.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ოპერაციებს იმ ტერიტორიებზე აფართოებენ, რომლებსაც აქამდე არ შეხებიან და რომ მიზანი ჰამასის დაჯგუფების ინფრასტრუქტურის განადგურებაა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული.

დეირ ელ-ბალაჰში დაგეგმილი შეტევა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფონზე ხორციელდება, ჰამასი კი აცხადებს, რომ შეთანხმება შესაძლოა მომავალ კვირას მიღწეული იყოს.

ცნობილია, რომ დეირ ელ-ბალაჰში ადრეც ჰყავდათ რამდენიმე მძევალი, ისრაელის სამხედროები კი თავს იკავებდნენ იქ ოპერაციებისგან, რადგან ჰამასი მძევლების მოკვლით იმუქრებოდა, თუ ისრაელის სამხედროები მიუახლოვდებოდნენ იმ ადგილებს, სადაც ისინი იმყოფებიან.

მძევლების ოჯახის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს ისრაელის სამხედროების მიერ ქალაქში ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების გამო.

ქალაქში ცხოვრობენ ღაზის სხვა რაიონებიდან ლტოლვილები, ომისგან დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც ახლა კვლავ სხვაგან მოუწევთ თავშესაფრის ძებნა.

ისრაელმა სამხედრო ოპერაციები ღაზაში დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზის სექტორის კონტროლირებადი დაჯგუფების, ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

პალესტინის მხარის ცნობით, ბრძოლებისა და საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში დაახლოებით 58 000 ადამიანი დაიღუპა; ისრაელი ამ მონაცემს ეჭვქვეშ აყენებს და აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, რამდენი ჰამასის წევრი დაიღუპა და რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე.

50 ადამიანი კვლავ მძევლად რჩება, რომელთაგან ნახევარზე მეტი, როგორც ამბობენ, დაღუპულია.

შაბათს საღამოს თელ-ავივში მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას მოითხოვდა. მონაწილეებმა ასევე მიმართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარებისთვის.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net